id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3450	Muradashvili, Eliso; Burjanadze, Medea; Tkebuchava, Zaira	Potential develop generation of the tomato leaf miner- Tuta absoluta (Meyrick) in Shida Kartly and Samtskhe-Javaxeti region of Georgia	2025	14	.pdf	application/pdf	4022	204	85	და გახდა ძირითადი მავნებელი. T.absoluta გავრცელდა და დააზიანა მცენარეები როგორც სათბურებში, ასევე ღია გრუნტში. ბოლო წლებში მწერის პოპულაციის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია პომიდვრის მნიშვნელოვანი ზიანი საქართველოში. ზოგადად, დაბალ ზონაში და სათბურში სავეგეტაციო სეზონზე შეიძლება განვითარდეს T. absoluta -ს 10-12 თაობა. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია T. absoluta-ს ფენოლოგიის დადგენა და მისი განვითარება ორ გეოგრაფიულად და კლიმატურად განსხვავებულ რეგიონში შიდა ქართლსა (550-600 მმ) და სამცხე-ჯავახეთში (1000-1100 მმ) , სადაც კვლევები ჩატარდა 2020-2024 წლებში, რათა დაგვედგინა ამ მწერის ბიოლოგიური თავისებურება და განსხვავებულობა. მინიმალურ და მაქსიმალურ ტემპერატურებზე დაფუძნებული მოდელი საიმედოდ აღწერს პოპულაციის დინამიკას, შეფასებულია, რომ T.absoluta-ს შუძლია მოგვცეს 8-10 თაობა სათბურის პირობებში, პომიდვრის კულტურაში ზამთარ-გაზაფხულზე მზარდი სეზონის განმავლობაში, ხოლო ღია გრუნტში მინდვრის კულტურებში, მავნებელი იძლევა 6-7 თაობს შიდა ქართლის პირობებში გაზაფხული-ზაფხულის პომიდვრის ნარგავებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განსხვავებულ გეოგრაფიულ და კლიმატური პირობებში პომიდორზე ვითარდება მწერის 4-5 თაობა სათბურის პირობებში და 2-3 თაობა პომიდვრის და კარტოფილის ნარგავებში ღია გრუნტში. საკვანძო სიტყვები: Tuta absoluta, ფენოლოგია, თაობათა რაოდენობა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 331 შესავალი პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილი- Tuta absoluta -ს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკის ანდების რეგიონის ქვეყნები, მაგრამ ახლა მწერი გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში (Cáceres, 1992; Desneuxet al., 2010; Ostrauskas and Ivinskis, 2010; Bech, 2011; Abbes et al., 2012) და ხმელთაშუაზღვისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში Kılıç, 2010, Bayram et al., 2015).	cache/gs-3450.pdf	txt/gs-3450.txt
