id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3451	Tavdgiridze, Nino; Tevdorashvili, George; Kepuladze, Shota; Burkadze, George	Ki67, CD44, and FOXP3 as Prognostic Markers in Ovarian Immature Teratomas: Implications for Tumor Aggressiveness and Metastasis	2025	15	.pdf	application/pdf	3987	118	68	CD44 და FOXP3 (r = 0.65, p <0.05) → ღეროვან უჯრედული ფენოტიპი და იმუნური სისტემისაგან გასხლტომის მექანიზმები შეიძლება იყოს დაკავშირებული სიმსივნის აგრესიულობასთან; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 352 საკვლევ კოჰორტას შორის, ორ შემთხვევას 1 წლიანი დაკვირვების პერიოდში განუვითარდა პერიტონეალური მეტასტაზები, ორივე კლასიფიცირებულია, როგორც G3 ხარისხის უმწიფარი ტერატომა. Ki67, CD44 და FOXP3 ექსპრესია მნიშვნელოვნად მაღალი იყო მეტასტაზურ დაზიანებების მქონე შემთხვევებში (p <0.01), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ მარკერების როლზე მეტასტაზური პოტენციალის შესაფასებლად. საინტერესოა, ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 1, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.30 CD44, FOXP3 და Ki67, როგორც საკვერცხის უმწიფარი ტერატომების აგრესიულობისა და მეტასტაზირების პოტენციალის პროგნოზული მარკერები ნ.თავდგირიძე; გ.თევდორაშვილი; შ.კეპულაძე; გ.ბურკაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბსტრაქტი საკვერცხის უმწიფარი ტერატომა იშვიათი გერმინაციულ უჯრედული სიმსივნეა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ხარისხის ნეიროეპითელური დიფერენციაციითა და ავთვისებიანი პოტენციალით. ჩვენი კვლევა აფასებს Ki67-ის, CD44-ისა და FOXP3-ის როლს, როგორც სიმსივნის აგრესიულობის, პროგრესირებისა და მეტასტაზური პოტენციალის ინდიკატორებს. ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა იმუნოჰისტოქიმიური ტექნოლოგიის გამოყენებით საკვერცხის უმწიფარი ტერატომის 26 შემთხვევაზე, რომლებიც დიაგნოზირებულ იქნა 2015-2025 წლებში. სიმსივნეთა დიფერენციაცია შეფასდა WHO კლასიფიკაციის მიხედვით და Ki67, CD44 და FOXP3 ექსპრესია შეფასდა ნახევრად რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით. ჩატარდა კორელაციური ანალიზი მარკერებსა და სიმსივნის მახასიათებლებს შორის, როგორიცაა ნეკროზი, სიმსივნის მაინფილტრირებელი ლიმფოციტები (TILs) და მიტოზური ინდექსი. სტატისტიკური მნიშვნელობა განისაზღვრა სპირმენის კორელაციის, კრუსკალ-ვალისის ტესტისა და კაპლან- მეიერის გადარჩენის ანალიზის გამოყენებით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ Ki67 ექსპრესია მნიშვნელოვნად გაიზარდა სიმსივნის ჰისტოლოგიური დიფერენციაციის ხარისხის მატებასთან ერთად (მედიანა: 12% G1; 35% G2 და 65% G3; p <0.001), რაც დაკავშირებულია უფრო მაღალ მიტოზურ ინდექსთან და გაზრდილ სიმსივნის აგრესიულობასთან.	cache/gs-3451.pdf	txt/gs-3451.txt
