id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3472	Karchava-Shartava, Mariam	The interest of the mass media, particularly television, in education issues in the South Caucasus countries (review of scientific articles)	2025	10	.pdf	application/pdf	2983	81	66	მარიამ ქარჩავა-შარტავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა; mariam.karchava-shartava@ciu.edu.ge; +995 579 02 4848 რეზიუმე ვინაიდან მასმედია მიიჩნევა იმ ძალად, რომელსაც საზოგადოებრივ აზრზე შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა, საინტერესოა, არასათანადო დროის გამოყოფა საეთერო ბადეში განათლების საკითხებისადმი და მწირი რაოდენობის საგანმანათლებლო გადაცემები რა ტიპის მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზოგადოების ცნობადობასა და მსოფლმხედვლობასთან. ქვემოთ მოცემული ცხრა აკადემიური ნაშრომი შეეხება განათლების საკითხებისადმი ინტერესის დონეს, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ასევე მეცნიერებისა თუ მკვლევრების მხრიდან. კვლევის ფოკუსში მოქცეულია ურთიერთკავშირი განათლების, მასმედიისა და ინტერნეტის (როგორც ინფორმაციის მოძიების ახალი ინსტრუმენტის) ურთიერთკავშირზე. ავტორები თავიანთ ნაშრომებში განიხილავენ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების ურთიერთზეგავლენას, აღნიშნავენ იმ განმაპირობებელ ფაქტორებს, რომელთა გამოც არ/ვერ ხდება ფართო საზოგადოებისთვის ახალი ცოდნის შეთავაზება ხარისხიანი მედიაპროდუქტის სახით. უკვე ჩატარებულ კვლევებში მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები, კერძოდ -ტელევიზია, განიხილება იმ მძლავრ ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სწავლა-სწავლების პროცესში პროგრესირებადი პროცესების მიღება. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესში ახალი მედიის ჩართვას, თუმცა არა მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, არამედ მკვლევრებისთვის საინტერესოა ის უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც თან ახლავს ახალი მედიის ჭარბად გამოყენებას. განხილული კვლევების ანალიზის ნაწილში გამოკვეთილია ახალი მედიისა და ტელევიზიის შედარება, დასახელებულია თითოეულის ძლიერი და სუსტი მხარეები და მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა შემთხვევებში შეუძლია ამ მედიუმებს და ზოგადად-მასმედიას, მომხმარებლისთვის გახდეს დამხმარე ძალა და ცოდნის მიღების წყარო. ცხრავე სამეცნიერო სტატიაში ფიგურირებს შემდეგი მოცემულობა: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 385 ა) აუდიტორიისთვის შემეცნებითი/საგანმანათლებლო ინფორმაციის არასაკმარისი მოცულობით მიწოდების პრობლემა; ბ) ინტერნეტისა და ტელევიზიის არასათანადოდ, ჭარბად გამოყენების პრობლემა; გ) მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების მიერ შემეცნებითი მედია-პროდუქტის არასათანადო პოპულარიზაციის პრობლემა. ეს ყოველივე მკვლევრების აზრით, იწვევს საზოგადოების გონებრივი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას, ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩახშობასა და ზოგადი განათლების შემცირებას. საკვანძო სიტყვები: სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, მასმედია, ინტერნეტი, ტელევიზია, საქართველოს ტელევიზიები, სომხეთის ტელევიზიები, აზერბაიჯანის ტელევიზიები, განათლება, განათლების საკითხები, განათლების პოლიტიკა, საგანმანათებლო გადაცემები. თემის მიზანი და ამოცანები: ნაშრომის მიზანია შეისწავლოს, გაანალიზოს და განაზოგადოს წინამდებარე კვლევების ძირითადი მიგნებები და დასკვნები და ამ ცოდნის სინთეზის შედეგად შექმნას საფუძველი ახალი კვლევებისთვის მასმედიის (კერძოდ - ტელევიზიების) და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის განმაპირობებელი, განმავითარებელი და შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ, რათა შევძლოთ აღწერილი პროცესი დავაკავშიროთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგანმანათლებლო და მედია პრაქტიკასთან. კვლევის მეთოდები კვლევის მეთოდებიდან გამოყენებულია: - თვისებრივი კონტენტ-ანალიზი, მოდელირებული კვლვევის დიზაინის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების მიხედვით. -ტექსტური წყაროებიდან შეგროვებული მონაცემების თემატური ანალიზი ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა განათლებისა და მედიის ურთიერთკავშირზე, მითუმეტეს ტელევიზიის, როგორც განათლების პროცესში ჩართული და პასუხისმგებელი რგოლის, აღწერა და მის ფუნქციებზე, ამოცანებზე ვრცლად მსჯელობა გვხვდება მწირი რაოდენობის სამეცნიერო სტატიაში. ჩემს ნაშრომში ვრცლად არის განხილული მასობრივი კომუნიკაციების საშუალებით განათლების პოპულარიზიცია დადებით და უარყოფით ჭრილშიც. არ უმჯობესდება. მეორე მიზეზი – ამ სახელმწიფოებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბევრი ჯგუფი ცხოვრობს, და, – აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, – ადამიანთა ეს ჯგუფი უნდა ეყრდნობოდეს უცხო ენების ცოდნას, უცხო ენების ცოდნა კი ამარტივებს ინტერნეტის გამოყენებას. მათი ანალიზის მიხედვით, ამ ქვეყნებში დგას ქსელური კავშირების რთულად ჩანერგვისა და არასწორად გამოყენების პრობლემა. ავტორების დაკვირვებით, სამივე ქვეყანაში სოციალურ ფენებს შორის უთანასწრობა გაზრდილია, ხოლო ინტერნეტის შესახებ ცოდნის დაბალი დონე, მისი დანერგვასა და გამოყენებსთან აკავშირებული სირთულეებია უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას და მოსახლეობას ბარიერს უქმნის სოციალური და სამოქალაქო რესურსების მიღებაში. ავტორები გვთავაზობენ ტექნოლოგიების სოციალურ უთანასწორობაზე გავლენის ჰიპოთეზას, რომლის თანახმად, ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები სარგებელს მოუტანენ მხოლოდ იმათ, ვინც ისედაც საზოგადოების მაღალ ფენებს განეკუთვნება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 389 განსხვავებები სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლებში, ფინანსურ ხელმისაწვდომობაში, უნარებში, ინტერესებსა და ინფრასტრუქტურაში ჯაჭვურად ასახავენ შემდგომ ეტაპებზე განსხვავებას შესაძლებლობებში, ხარჯებსა და ბარიერებში. ამიტომაც უპირატესობა ამ თეორიის თანახმად ექნება იმათ, ვისაც მეტი რესურსი აქვს. შესაძლოა პატარა ცვლილებები კაპიტალის გაფართოების და ქსელური კავშირების უფრო მარტივი წვდომის ხარჯზე, მაგრამ უთანასწორობა მაინც იგრძნობოდეს იქნება. 4.	cache/gs-3472.pdf	txt/gs-3472.txt
