id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3504	Kamushadze, Grigor; Shengelia, Davit; Gorgadze, Gigi; Shengelia, Bacho	Prevention and Treatment of Posterior Capsule Opacification Following Artificial Lens Implantation	2025	13	.pdf	application/pdf	3286	168	80	აგრეთვე, უკანა სუბკაფსულური კატარაქტა შესაძლოა განვითარდეს მეორადად, უხშირესად ვლინდება მაღალი ახლომხედველობის მქონე, დიაბეტიკ, სტეროიდების ხანგრძლივ მომხმარებელ პირებში. ჩამოთვლილი ნებისმიერი ტიპის კატარაქტის დროს მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდით, რომელიც არსებული ბროლის ფაკოემულსიფიკაციასა (ულტრაბგერის საშუალებით დაშლა და ასპირაცია) და ხელოვნური ბროლის იმპლანტაციას გულისხმობს, იქმნება ბროლის კაფსულური ჩანთა, წარმოდგენილი წინა კაფსულის ნაწილითა და მთლიანი უკანა კაფსულით. შექმნილი ჩანთა რჩება in situ, გამოჰყოფს ერთმანეთისგან მინისებრ სხეულსა და წყალწყალა ნამს და ძირითად შემთხვევებში სწორედ მასში თავსდება ხელოვნური ბროლი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 426 კაფსულური ჩანთის შექმნა იძლევა სინათლის თავისუფლად გატარების შესაძლებლობას გამჭვირვალე ხელოვნური ბროლისა და თხელი აცელულური უკანა კაფსულის გავლით. აღწერილი ქირურგიული მიდგომისას, ბროლის ფაკოემულსიფიკაციის შემდეგ დარჩენილი მისი ეპითელური უჯრედები მიგრირებს უკანა კაფსულაზე და ქირურგიული ტრავმის საპასუხოდ იწყება შეხორცებითი, ფიბროზული პროცესი, რომლის შედეგიც გახლავთ მეორადი კატარაქტის, იგივე ბროლის უკანა კაფსულის შემღვრევის განვითარება. ამდენად, იგი სწორედ კატარაქტის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ ეპითელური უჯრედების პროლიფერაციის შედეგია. მეორადი კატარაქტა  პოლიმეთილ მეტაკრილატის მასალისაგან იყო დამზადებული პირველი ხელოვნური თვალშიდა ბროლი, გადანერგილი 1949 წელს, თუმცა იგი მალევე ჩანაცვლდა სხვა მასალით, რადგან იგი ერთნაწილიანი და ნაკლებელასტიურია და შესაბამისად, მცირე განაკვეთში მისი იმპლანტირება შეუძლებელია;  სილიკონის ხელოვნური ბროლები შეიქმნა ელასტიურობის დახმარებით მათი ოპტიკური ნაწილის დიამეტრზე მცირე ზომის განაკვეთში იმპლანტაციის შესაძლებლობის მიზნით. ისინი ჰიდროფობურია და 3 ძირითადი ნაწილისაგან შედგება. მათი ძირითადი „მინუს- მახასიათებელი“ მეორადი კატარაქტის განვითარების რისკის	cache/gs-3504.pdf	txt/gs-3504.txt
