id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3505	Meshveliani, Paata; Didava, George; Tomadze, Gia; Kepuladze, Shota; Burkadze, George	Immunohistochemical Analysis of SOX2, Ki67, and p53 Expression in the Progression of Barrett’s Esophagus to Esophageal Adenocarcinoma	2025	14	.pdf	application/pdf	3648	118	71	ამ კვლევის შედეგებმა შეიძლება მოგვაწოდოს ახალი შეხედულებები მოლეკულური გზების შესახებ, რომლებიც წარმართავს BE-ს პროგრესირებას და რაც თავის მხრივ სამომავლოდ გამოავლენს დამიზნებით თერაპიულ სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია ავთვისებიანი ტრანსფორმაციის თავიდან ასაცილებლად. მასალა და მეთოდები კვლევა წარმოადგენს რეტროსპექტულ კოჰორტულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პათოლოგიის სასწავლო სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის არქივიდან მოპოვებული ფორმალინში ფიქსირებული პარაფინით ჩაყალიბებული ქსოვილის ნიმუშები, რომელიც მოიცავს 2015 წლიდან 2025 წლამდე დიაგნოსტირებულ შემთხვევებს. სულ 90 შემთხვევა შეირჩა ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზის და კლინიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის საფუძველზე. საკვლევი ჯგუფები განისაზღვრა შემდეგნაირად: ნორმალური საყლაპავის ბრტყელი ეპითელიუმი (საკონტროლო ჯგუფი) (n=15), რეფლუქს დაავადება (n=15), არადისპლაზიური ბარეტის საყლაპავი (n=15), დაბალი ხარისხის დისპლაზია (n=15), მაღალი ხარისხის დისპლაზია (n=15) და საყლაპავის ადენოკარცინომა (n=15). ცვლილებების თანმიმდევრობით. მოლეკულური ცვლილებები, რომლებიც მონაწილეობს ამ ტრანსფორმაციაში, ბოლომდე არ არის კარგად შესწავლილი. ჩვენი კვლევა ავლენს SOX2, Ki67 და p53-ის ექსპრესიის თავისებურებებს ბარეტის საყლაპავის პროგრესირების სხვადასხვა ეტაპებზე იმუნოჰისტოქიმიური კვლევის ტექნოლოგიის გამოყენებით. კვლევის ფარგლებში ჩატარებულია რეტროსპექტული კოჰორტული ანალიზი 90 ფორმალინში ფიქსირებულ და პარაფინით ჩაყალიბებულ (FFPE) ქსოვილის ნიმუშზე პაციენტებიდან, რომლებიც დიაგნოსტირებული იყვნენ ექვს საკვლევ ჯგუფად: ნორმალური საყლაპავის ბრტყელი ეპითელიუმი (n=15), რეფლუქსური დაავადება (n=15), არადისპლასზიური BE (n=15, მაღალი ხარისხის (n=15), დაბალი ხარისხის (n=15) დისპლაზია და საყლაპავის ადენოკარცინომა (EAC, n=15).	cache/gs-3505.pdf	txt/gs-3505.txt
