id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3506	Pailodze, Nato; Gvetadze, Anazor; Davituliani, Ani; Mzarelua, Nini	The relationship between the color and shape of the ornament and the structure of the knitted fabric	2025	7	.pdf	application/pdf	1656	42	65	ლაქების და სხვადასხვა ფერის შტრიხების და მათ შორის კონტრასტის ზომებზე სიღიავის, გაჯერებულობის და ფერის ტონის, ნახატის ელემენტებს შორის ინტერვალებსა და მანძილზე, რომელიც რეკომენდირებული არის ტრიკოტაჟის ტილოსათვოის ან მისგან დამზადებული ნაკეთობისათვის. ფერთა სივრცობრივი შერევის მოვლენის წყალობით, ორი ან რამდენიმე ფერის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ფერთა ელფერების სიმრავლე, მათი რიცხვი დამოკიდებული იქნება ფერადი მარყუჟების განლაგების სიმჭიდროვეზე, ფერთა კომბინაციაზე და მათ რაოდენობრივ თანაფარდობაზე. ამ მოვლენის გამოყენებით, დიზაინერს შეუძლია ორნამენტულ ტილოზე მიიღოს ფერთა მდიდრული მრავალფეროვნება. მისი გამოყენება განსაკუთრებით მიზაშეწონილია როცა შეზღუდულია ფერადი ძაფებისა და ნართის არჩევანი. როდესაც სხვადასხვა ფერის ლაქები (ზოლები, წერტილები, ფიგურები), რომლებიც მონაწილეობენ ფერთა სივრცობრივი შერევის ეფექტის წარმოქმნაში, სიღიავით (ასევე გაჯერებულობით და ფერის ტონით) ძლიერ კონტრასტირებენ ერთმანეთში, შერევის ეფექტი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 453 ვლინდება უფრო შორ მანძილზე, და პირიქით, სიღიავის კომპონენტების დაახლოებისას - შერევის ეფექტი ჩანს უფრო ახლო მანძილიდან. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ ფერთა შერევის ყველაზე კარგი ეფექტი ერთნაირი სიღიავის კომპონენტების დროს მიიღწევა. ფერი ხშირად იცვლება მეზობელი ფერის ზეგავლენის შდეგად, ხდება ე.წ. ოპტიკური შერევა. ამ მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებენ კომპოზიციის დროს (მაგალითისათვის ლურჯ ფონზე წითელი ფერი შორიდან აღიქმება როგორც მელ-ნისფერი). და ქმნის ფერთა სისტემას. ფერთა სივრცობრივი შერევის ეფექტი ხშირად გამოიყენება საფეიქრო და სატრიკოტაჟო ორნამენტებში, რომლებშიც სხვადასხვა ფერის ძაფების ან ნართის გადახლართვის გზით წარმოიქმნება ნახატი. ტრიკოტაჟს თავისი სტრუქტურიდან გამომდიანრე აქვს სივრცითი აღნაგობა რაც გავლენას ახდენს ფერის აღქმაზე. ტრიკოტაჟზე გამოსახულ ორნამენტზე მცირე მანძილიდან დაკვირვებისას ჩანს ცალკეული სხვადასხვა ფერის ძაფები და მარყუჟები, მაგრამ მანძილის გადიდების შემთხვევაში, ისინი აღარ ჩანან, და ჩანს მხოლოდ ორნამენტის ნახატი შესაბამისი ფერით. ნაშრომში წარმოდგენილია ტრიკოტაჟის სტრუქტურის მისი წარმომქმნელი მარყუჟების, ნართის სტრუქტურისა	cache/gs-3506.pdf	txt/gs-3506.txt
