id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3510	Kakhidze, Luka; Razmadze, Nana; Ratiani, Nino; Qitoshvili, Mzia; Gumberidze, Nutsa	Occupational Health and Safety Standards and Issues in the Construction Sector	2025	10	.pdf	application/pdf	2246	81	75	უსაფრთხოების ლოგო აშშ-ში გარემოს დაცვის ორგანო (EPA): EPA ადგენს რეგულაციებს და სტანდარტებს, რათა დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, გარემო დაბინძურებისა და საშიში ნივთიერებებისგან. ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნარჩენების მართვა და ქიმიური უსაფრთხოება. ევროკავშირი: სამუშაოზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ევროპული სააგენტო EU-OSHA ხელს უწყობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ევროკავშირის მასშტაბით. ის უზრუნველყოფს, კვლევას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა თემებზე და მხარს უჭერს ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების განხორციელებას. REACH რეგულაცია: (ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაცია, შეფასება, ავტორიზაცია და შეზღუდვა) არის ყოვლისმომცველი რეგულაცია, რომელიც არეგულირებს ქიმიკატების წარმოებას და გამოყენებას ევროკავშირში. ის მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას ქიმიურ ნივთიერებებთან უსაფრთხო მუშაობასა და მართვის უზრუნველყოფას. (სურათი 2) Microsoft Word - fullpdf07012025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 473 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 1, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.45 შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და სამშენებლო სექტორის გამოწვევები ლუკა კახიძე1, ნანა რაზმაძე2, ნინო რატიანი3, მზია ქიტოშვილი4, ნუცა გუმბერიძე5 1საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, დოქტორანტი, Luka.kakhidze@gmail.com 2საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, პროფესორი, n.razmadze@gtu.ge 3საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, პროფესორი, n.ratiani@gtu.ge 4საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, m.qitoshvili@gtu.ge 5საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ,,ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის“ დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, nutsa.gumberidze@gmail.com რეზიუმე სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ძირითადი დარგია, ჰყავს სხვადასხვა სპეციალობებისა და კვალიფიკაციის უამრავი დასაქმებული, თითმის ყველა სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ტრავმებთან და პროფესიულ დაავადებებთან. აქედან გამომდინარე, უბედური შემთხვევების სტატისტიკურ მაჩვენებლებში მუდმივად იკავებს წამყვან პოზიციას. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოთხოვნები სავალდებულოა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ნებისმიერი წრისათვის. 2023 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობამ 34შეადგინა, რომელშიც მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან 21 უშუალოდ მშენებლობაზე მოდის. შესაბამისად, მეტია მძიმე და კიდევ უფრო მეტი საშუალო სიმძიმის ტრავმები. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს მენეჯმენტი მშენებლობაში მოიცავს კრიტიკულ და მიუკერძოებელ მიდგომას სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, შეფასების და შემცირების მიზნით. იგი მოიცავს პრაქტიკის ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია სამუშაო ადგილზე ავარიების, პროფესიული დაავადებების და გარემოზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები აერთიანებს პოლიტიკას, პროცედურებს, ტრენინგს და მონიტორინგის მექანიზმებს უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისობის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 474 უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობიასა და სამშენებლო ინციდენტების მინიმუმამდე დაყვანას. შრომის უსაფრთხოების როლი მშენებლობაში მრავალმხრივი და სვალდებულოა. მისი ძირითადი მიზანია დაიცვას დასაქმებულთა ფიზიკური კეთილდღეობა. ეს გულისხმობს უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, შესაბამისი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფას და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რათა გაზარდოს მუშაკების ინფორმირებულობა და კომპეტენცია პოტენციურ საფრთხეებთან მიმართებაში. ეფექტური მენეჯმენტი ასევე მოიცავს უბნის რეგულარულ ინსპექტირებას, რისკების შეფასებას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების ჩამოყალიბებას ნებისმიერი ინციდენტის დროულად მოსაგვარებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამა თუ იმ სამუშაო სივრცეში. შრომის უასფრთხოება მშენებლობაში ვრცელდება გარემოს დაცვაზეც. სამშენებლო საქმიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბუნებრივ გარემოზე. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმები შემუშავებულია ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე სამშენებლო საქმიანობების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, რითაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას. თანამედროვე გაუმჯობესებული კანონმდებლობისა და დარგობრივი სტანდარტების დაცვა, გარდა უსაფრთხოებისა, მორალური და ეთიკური პრინციპების მოთხოვნაა,იგი ხელს უწყობს სამშენებლო კომპანიების პოზიტიურ რეპუტაციას, აძლიერებს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მათი მომავალი პროექტების წარმატებულგანხორციელებას. საკვანძო სიტყვები: უსაფრთხოება, ლეტალობის სტატისტიკა, რისკები, რეგულაციები, სტანდარტები. შრომის უსაფრთხოება ნებისმიერი ეკონომიკური სფეროსათვის აუცილებელი პირობაა, რათა შეიქმნას დასაქმებულთათვის უსაფრთხოსამუშაო გარემო. ორგანიზაციები აყალიბებენ შრომის უსაფრთხოების და გარემოს მართვის სისტემებს, ატარებენ რისკების შეფასებას, ახორციელებენ კონტროლის ზომებს და ერთვებიან მუდმივ გაუმჯობესების მცდელობებში შრომის უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად და მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად. შრომის უსაფრთხოების პერსონალი, მათ შორის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრები, გარემოსდაცვითი ინჟინრები და შესაბამისი სპეციალისტები, გადამწყვეტ როლს ასრულებენ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილების ხელშეწყობასა და პოზიტიური შედეგების მოპოვებაში როგორც ადამიანებისთვის, ასევე პლანეტისთვის. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯმენტის მთავარი ასპექტია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სისტემების იმპლემენტაცია სამუშაო გარემოში. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ელემენტები, რომელიც ხელს უწყობს შრომის უსაფრთხოების ეფექტურ მენეჯმენტირებას:  რისკის მართვა: სამუშაო სივრცეში საფრთხეებისა და რისკების შეფასება, რის შემდგომაც ხდება სამუშაოების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა და ამა თუ იმ რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 475 უსაფრთხო გარემოს შექმნას ამა თუ იმ ეკონომიკურ სფეროში. რისკების შეფასების დოკუმენტი აუცილებელია თანხვედრაში იყოს კანონმდებლობასა და რეგლამენტებთან.	cache/gs-3510.pdf	txt/gs-3510.txt
