id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3517	Tukvadze, Avtandil; Abzianidze, Akaki; Gelashvili, Elena	Features of Coexistence of Power and Opposition in Georgia	2025	24	.pdf	application/pdf	7547	149	63	ლიბერალიზმის და კონსერვატიზმი სალანძღავ კონტექსტში გამოიყენება (მაგ; „ლიბერალური ფაშიზმი“) და ოპოზიცია ხელისუფლების საურთიერთობო ლექსიკაში დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ტერმინები (კონსენსუსი, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსარგებლობა) თითქმის არ იხმარება. ასპარეზზე გამოვიდნენ ე.წ. „ტოტალიტარული პიროვნებები“, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს, მართალ–მტყუანის, თეთრისა და შავის, მოღალატე–პატრიოტის ტერმინოლოგიით ახასიათებენ. ადრე, მსგავსმა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, მართალია დღეს ინსტიტუტები და რესურსები ქვეყანას განსხვავებული აქვს, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება ეროვნული ინტერესები. საკვანძო სიტყვები: ხელისუფლება, ოპოზიცია, კონსენსუსი, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, ინტერესები. შესავალი ელიტა საზოგადოების ფუნქციონირების აუცილებელი ელემენტია, საზოგადოების დაყოფა მმართველ უმცირესობად და მმართულ უმრავლესობად ელიტიზმის ამოსავალი დებულებაა, რომლის მართებულობაც დასტურდება ისტორიული განვითარების კანონზომიერებით. შესაძლოა დავეთანხმოთ ვ. პარეტოს მოსაზრებას, რომ ისტორიის მამოძრავებელი ძალას Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 515 წარმოადგენს ელიტების მონაცვლეობა–ცირკულაციის პროცესი, ყოველ შემთხვევაში, რაც საუბარი აღარ გვიხდება კლასობრივი ბრძოლის მარქსისტულ თეორიაზე, რომელიც მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობდა საყოველთაო კეთილდღეობისა და სამართლებრივი სახელმწიფოების ჩამოყალიბებამდე წინა საუკუნეებში. პოლიტიკური ელიტა განმსაზღვრელ გავლენას ახდენს პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე, ეკონომიკაზე, დემოკრატიზაციის პროცესზე და ამის ნთელი დადასტურებაა საქართველოს უახლესი ისტორია: წარუმატებლობები ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე, უპირატესად ელიტების კვალიფიკაციას უკავშირდება, „დემოკრატია თეორიაში“, რიტორიკის სფეროში რჩება, ხოლო ელიტების შერჩევის კრიტერიუმები კვლავ ლიდერისადმი ერთგულებაა და მთლიანად უარყოფილია პროფესიონალიზმისა და იდეოლოგიური ორიენტირების საკითხი; საერთო, რაც აერთიანებს გარდამავალი პერიოდის ელიტებს არის ერთი ლიდერის მიმართ უსიტყვო მორჩილება; საბჭოთა წარსულის დემონსტრაციული უარყოფის მიუხედავად, გამსახურდიას, სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ლიდერისა და მფარველისადმი ერთგულება რჩება და არა პროფესიული თვისებები ან თუნდაც იდეოლოგიური საერთოობა. როგორც ამერიკელმა ავტორებმა აღნიშნეს, „პოსტკომუნისტური და განვითარებადი სამყაროს დიდ ნაწილზე კლიენტელიზმის, კორუფციისა და პატრიმონიალიზმის მექანიზმები თანაარსებობს (და ხშირად ძირს უთხრის)	cache/gs-3517.pdf	txt/gs-3517.txt
