id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3522	Ghudushauri, Nino	Designing a Business Process for Evaluating the Effectiveness of the Use of Information Technologies and Systems	2025	17	.pdf	application/pdf	3531	111	76	N 2, 2025 1 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.01 ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენების ეფექტიანობის შეფასების ბიზნეს-პროცესის დაპროექტება ნინო ღუდუშაური დოქტორანტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, e-mail: ghudushauri.nino22@gtu.ge რეზიუმე ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები სწორად უნდა იყოს არჩეული/დაპროექტებული, დანერგილი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორად უნდა მიმდინარეობდეს მათი განვითარება. ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები არ ინერგება და არ ვითარდება სპონტანურად, მათი დაპროექტება/შეძენა, დამუშავება, განვითარება ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების და მის ფარგლებში ინფორმაციული სისტემების სტრატეგიის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების სასიცოცხლო ციკლის თითოეული ეტაპის სამუშაოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მათი ეფექტიანობის შეფასება. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების ეფექტიანობის შეფასება ხდება სხვადასხვა მიდგომებისა და სისტემებთან დაკავშირებული პროექტების დასახვის, შექმნის, შეფასების, რამდენიმე პროქტის ერთმანეთთან შედარების და საუკეთესო პროექტის შერჩევის პროცესში. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეფექტიანობის შეფასების პროცესი აუცილებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე.	cache/gs-3522.pdf	txt/gs-3522.txt
