id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3536	Shashiashvili, Nana; Bakradze, Nino	Pharmaceutical Market & Pharmacy Services: Analysis of challenges and opportunities on the example of the German model	2025	16	.pdf	application/pdf	4421	149	77	ფარმაცევტთა ფედერალური პალატის გაიდლაინები და რეკომენდაციები, რომლებიც ეხება აფთიაქებში არსებულ ტიპურ სიტუაციებს, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას. ეს სახელმძღვანელო დოკუმენტები მოქმედი კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, დამყარებულია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში არსებულ თანამედროვე მიღწევებზე, შეთავაზებულია მასალები ფარმაცევტული საქმიანობის რისკებზე, ასევე ასთმის, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 88 სისხლის ტესტირების, კოვიდ-19-ის ვაქცინების, დიაბეტის და სხვა პროცესების მართვასთან დაკავშირებით. ფარმაცევტები წამლის ხარისხის პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან წამლების კომისიას (AMK), რომელიც აღრიცხავს და აფასებს ფარმაცევტული პროდუქტების შესახებ მიღებულ ცნობებს და, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს გაფრთხილებებს. პრობლემები შეიძლება დაკავშირებული იყოს არასასურველ ეფექტებთან, მექანიკურ დეფექტებთან, დეკლარაციის შეცდომებთან, შეფუთვასთან და სხვ. განსხვავებით გერმანიისგან, საქართველოში არ არის შემეშავებული გაიდლაინები და რეკომენდაციები აფთიაქებში ტიპური სიტუაციების მართვისთვის. სამკურნალო საშუალებების მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დარგის სპეციალისტები უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის მედიკამენტების მოწოდების მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას. აფთიაქები მუდმივად ერგებიან სოციალური, დემოგრაფიული, მეცნიერულ-ტექნოლოგიური ცვლილებების ცვალებად დინამიკას, რაც საშუალებას აძლევს სისტემას ადაპტირდეს პაციენტების მრავალფეროვან საჭიროებებთან. საზოგადოების აქტიური ტრანსფორმაციის პროცესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს. ცვლილებები, როგორიცაა ცხოვრების სტილის დიფერენციაცია, ურბანიზაციის ინტენსივობა, მოსახლეობის დაბერება აისახება ფარმაცევტული სერვისების მიწოდებაზეც. პარალელურად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროგრესი განაპირობებს რა ჯანდაცვის სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციას, ქმნის სტრატეგიული ადაპტაციის და განსხვავებული შესაძლებლობების აუცილებლობას. აფთიაქები და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ვალდებულია სწრაფად მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს და შეიმუშაოს ინოვაციური, პაციენტებზე ორიენტირებული, გაუმჯობესებული ხარისხის მომსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ გზით იქნება შესაძლებელი სისტემის ეფექტურობის და მდგრადობის მიღწევა. მიმდინარე პროცესების ცვლილებების და გამოკვეთილი გამოწვევების ფონზე, მიზანშეწონილია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გათვალისწინება ფარმაცევტული სექტორის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ მიზნით, სისტემის თავისებურებები შედარებულ იქნა გერმანიის მოდელთან, გამოიკვეთა გამოწვევები და შემუშავდა რეკომენდაციები ფარმაციის, როგორც დარგის განვითარების, ასევე მოსახლეობის მედიკამენტებით მკურნალობის ოპტიმიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საკვანძო სიტყვები: აფთიაქი, სამკურნალო საშუალება, პაციენტი, ფარმაცევტი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 81 შესავალი ფარმაცევტები წამლის ექსპერტები არიან. ამ ძირითადი კომპეტენციიდან გამომდინარე, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პაციენტების ჯანმრთელობაში, ასრულებენ მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდების ნორმატიულ ვალდებულებას. საზოგადოებრივი აფთიაქების ყველა შეთავაზება და სერვისი ორიენტირებულია დემოგრაფიულ, სოციალურ და სამეცნიერო და ტექნიკურ განვითარებაზე და აქტიურად რეაგირებს პაციენტების საჭიროებების ტიპისა	cache/gs-3536.pdf	txt/gs-3536.txt
