id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3566	Shashiashvili, Nana; Bakradze, Mariam	Digital Marketing Strategies in the Pharmaceutical Sector	2025	15	.pdf	application/pdf	4210	154	76	და რეგულატორული ასპექტების კვლევა და სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა. ძირითადი ტექსტი ფარმაცევტული კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და პაციენტების ზრუნვაში. მათი მხარდაჭერისა და ზედამხედველობის გარეშე, რთულია წარმოდგენა, როგორ ბიზნესი, მენეჯმენტი და ბუღალტერია ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები ფარმაცევტულ სექტორში ნანა შაშიაშვილი1,2, მარიამ ბაქრაძე3 1ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფარმაციის დეპარტამენტი 2ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი 3სტუდენტი, კავკასიის უნივერსიტეტი აბსტრაქტი ბოლო წლებში ციფრულმა მარკეტინგმა მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ფარმაცევტულ სექტორში, რაც განპირობებულია ტექნოლოგიური პროგრესით, ბაზრის დინამიკითა და მომხმარებელთა მოთხოვნების ზრდით. ფარმაცევტული კომპანიები იყენებენ სხვადასხვა ციფრულ სტრატეგიას, როგორიცაა კონტენტის მარკეტინგი, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO), სოციალური მედიის, ელფოსტისა და მობილური მარკეტინგი, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. ნაშრომი იკვლევს ციფრული მარკეტინგის გამოყენების თავისებურებებს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში და აფასებს მის გავლენას მომხმარებელთა ინფორმირებულობაზე, კომუნიკაციის გაღრმავებაზე და ბაზარზე კომპანიის პოზიციონირებაზე. ასევე, განხილულია ციფრული არხების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა, მონაცემთა ანალიზის როლი, რეგულაციების დაცვა და ეთიკური საკითხები. ნაჩვენებია, რომ მიუხედავად ციფრული მარკეტინგის უპირატესობებისა, ფარმაცევტულ სექტორში მისი დანერგვა დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან, მათ შორის რეგულაციურ შეზღუდვებთან	cache/gs-3566.pdf	txt/gs-3566.txt
