id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3586	Voronovi, Salome; Beriashvili, Rima; Kantaria, Nino; Ekaladze, Eka	Entrusted Professional Activities - The Path from Competencies to Professionalism	2025	7	.pdf	application/pdf	1712	54	74	და არსებობის შემთხვევაში მათი კლინიკური მნიშვნელობის შეფასების უნარი ● პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება გამოკვლევის შესახებ ● გამოკვლევის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე კონცენტრირების უნარი ● სხვა გზებით მიღებული ინფორმაციისა და გამოკვლევის შედეგების გამოყენების უნარი დიაგნოზის ჩამოსაყალიბებლად. 3. პროფესიონალიზმის ხარისხი /კომუნიკაცია ● პაციენტთან პატივისცემით მოპყრობის უნარი ● შეკითხვების დასმასთან ერთად განმარტების მიცემის უნარი ● პაციენტის გულდასმით მოსმენის უნარი ● ურთიერთობის მტკივნეული და უხერხული მომენტების გაცნობიერების უნარი ● კონფიდენციალურობის საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების უნარი ● გასინჯვის და შეკითხვების მეთოდოლოგიის პაციენტზე მორგების უნარი 4. კონსულტაციის უნარ-ჩვევები ● დიაგნოსტიკური ტესტის/მკურნალობის რაციონალობის ახსნის უნარი ● პაციენტისთვის ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდების უნარი ● პაციენტის შეკითხვებზე პასუხისა და სათქმელის სხვა სიტყვებით შეცვლის/გამეორების უნარი ● პაციენტის სურვილების ამოცნობის და კონსულტაციის დროს მათი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. ● საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და მიუკერძოებლობის უნარი. 5. კლინიკური განსჯის უნარი ● პოტენციურად მნიშვნელოვანი მონაცემების კლინიკური მნიშვნელობის შეფასების უნარი ● გამოკვლევისა და მართვის ოპტიმალური გეგმის განსაზღვრის უნარი ● მართვის სხვადასხვა ვარიანტის შერჩევის უნარი პაციენტის სურვილებისა კომპეტენციები სასწავლო პროგრამის აუცილებელი შემადგენელია, თუმცა ისინი შეიძლება ძალიან აბსტრაქტულად დარჩეს, თუ კონკრეტულ, ქმედით და ეფექტურ სწავლებისა და შეფასების მეთოდს არ გამოვიყენებთ. სწავლების კლინიკურ ეტაპზე სანდო პროფესიული საქმიანობის განხორციელების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ფორმაციული შეფასების შესაბამისი მეთოდების დანერგვა და გამოყენება. ამ მიზნით განსაკუთრებით რეკომენდებულია შეფასება სამუშაო ადგილზე - (WPBA, Workplace-based assessment).	cache/gs-3586.pdf	txt/gs-3586.txt
