id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3604	Mamuladze, Mariam	The Institution of Statute of Limitations as a Guarantee for the Protection of Minors' Rights: Theoretical and Practical Aspects of Civil Proceedings	2025	13	.pdf	application/pdf	3670	78	59	აღნიშნული ნორმატიული მიდგომა ქმნის დისკრიმინაციულ სამართლებრივ გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს უმცროსი ასაკის არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების რეალიზების შესაძლებლობას. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების დაცვის არა მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, კერძოდ, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, არამედ ეროვნული კანონმდებლობის რეფორმის დეკლარირებულ მიზნებსაც, რომელიც მიისწრაფის საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს პროგრესული ჰარმონიზაციისაკენ. არასრულწლოვანთა უფლებების სამართლებრივი დაცვის პლურალისტურ ჭრილში ერთ-ერთ ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება კანონიერი წარმომადგენლის ინსტიტუტის ფუნქციური ეფექტიანობის დეფიციტი. წინამდებარე კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა N 2, 2025 271 სუბსტიტუცია ექვსთვიანი პერიოდით. აღნიშნული სამართლებრივი გაფართოება წარმოადგენს საკანონმდებლო ინტერვენციას კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მოწყვლადი სუბიექტების დაცვის მიზნით, ასევე საყურადღებოა, ისიც, რომ აღნიშნული დანაწესი არ გამოიყენება იმ ფარგლებში, რომლებშიც შეზღუდულქმედუნარიანი პირი შეინარჩუნებს პროცესუალურ უფლებაუნარიანობას, რაც ასახავს საპროცესო და მატერიალური სამართლის ავტონომიურობის პრინციპს.15 საქართველოს სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებით, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვანთათვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე ან სრულწლოვანების მიღწევამდე ადგენს არა ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების, არამედ მისი შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული განსხვავება არსებითი ხასიათისაა, რამდენადაც შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი ინსტიტუტები განსხვავებულ იურიდიულ შედეგებს წარმოშობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დიფერენცია ამ ორი სამართლებრივი სისტემის ნორმატიულ რეგულირებაში მდგომარეობს იმაში, რომ გერმანული სამართალი, ქართულისგან განსხვავებით, აღიარებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას როგორც ქმედუუნარო, ასევე შეზღუდულქმედუნარიან არასრულწლოვნებთან მიმართებაში. შესაბამისად, გერმანულ სამართლებრივ სივრცეში უზრუნველყოფილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვის უფლებების დაცვა სასარჩელო ხანდაზმულობის თვალსაზრისით. ამგვარი ნორმატიული მიდგომა გერმანულ სამართალში ასახავს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტად არის აღიარებული და განმტკიცებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით. კვებეკი. კვებეკის სამოქალაქო კოდექსი, გერმანიის კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დინება პირების მიმართ არ ხდება, თუ მათთვის რეალურად შეუძლებელია პირადად მოქმედება ან სხვების მიერ მათ სასარგებლოდ წარმომადგენლობის განხორციელება.16 აღნიშნული ნორმატიული დანაწესი თანაბრად უზრუნველყოფს როგორც ქმედუუნარო, ასევე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე	cache/gs-3604.pdf	txt/gs-3604.txt
