id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3731	Khabeishvili, Nino; Khabeishvili, Mariam	Color-light Installations in Architectural Environments	2025	6	.pdf	application/pdf	1222	54	84	N 2, 2025 317 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.30 ფერ-სინათლის ინსტალაციები არქიტექტურულ გარემოში ნინო ხაბეიშვილი1; მარიამ ხაბეიშვილი2 1არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ელ-ფოსტა: n.khabeishvili@gtu.ge; 2არქიტექტურის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ელ-ფოსტა: m.khabeishvili@gtu.ge აბსტრაქტი სტატიაში განხილულია თანამედროვე ხელოვნების და შემოქმედების კონტექსტში ფერ- სინათლის ინსტალაცია, ერთგვარი კონცეპტუალური მოდელი არქიტექტურულ გარემოში. განსაზღვრულია მისი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსის როლი ურბანული რეგენერაციის და განვითარების ასპექტში უნიკალური ხელოვნების ნიმუშის სახით. მიმოხილულია ხელოვნების და სხვა დარგთა შორის ურთიერთკავშირების ბალანსით განპირობებული ინტერაქტიული თუ იმმერსიული ფერ-სინათლის ინსტალაციების შექმნის მეთოდების თავისებურებები, მისი გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების გარკვეული პრინციპები. გაკეთებულია სათანადო დასკვნები და დასახულია განვითარების სავარაუდო პერსექტივები. საკვანძო სიტყვები: ქალაქის დიზაინი, ინსტალაცია, ფერი, სინათლე, ვირტუალური სივრცე, არქიტექტურული გარემო. შესავალი პოსტკონცეპტუალურ ეპოქაში ხელოვნების განვითარების ზოგადი დინამიკა, რომელიც არ იძლევა წარმოჩენილი ექსპონატის რომელიმე ერთ იდეოლოგიურ ან ესთეტიკურ კონცეფციაზე დაყვანის საშუალებას, ინოვაციური საინჟინრო კონსტრუქციების, კაცობრიობის უტოპიური ფანტაზიების მომცველი მასშტაბური მხატვრული ინსტალაციების პრეზენტაციის სხვადასხვა ხერხებით ახდენს ობიექტების დემონსტრირებას მუზეუმების დარბაზებში, მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ურბანული და ბუნებრივი ლანდშაფტის ღია სივრცეებში. თანამედროვე ხელოვნების და შემოქმედების კონტექსტში ფერ-სინათლის ინსტალაცია, როგორც გარკვეული სუბსტანცია, კონცეპტუალური მოდელი, გარემოში ქმნის არსთა ფართო არეალს, განსაკუთრებული მხატვრული დატვირთვების მქონე მოცულობით-სივრცით Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7	cache/gs-3731.pdf	txt/gs-3731.txt
