id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3750	Tskvitinidze, Galia; Tvaliashvili, Vladimer; Chulukhadze, Ana	Morphology of Some Cranial Nerves of the Georgian Shepherd	2025	6	.pdf	application/pdf	1745	61	77	კვანძს, საძილე არტერიის და ცდომილი ნერვის ხახის ტოტების ქვეშ, მიემართება კრანიო-ვენტრალურად, წვება ხახის შუა კონსტრიქტორებს - ბრტყელ-ხახის და რქა-ხახის კუნთებს შორის, ანერვირებს მათ, ორი სამი წყვილი ტოტით, რომლებიც კუნთებში შესლისას წარმოქმნიან კუნთშიდა წვრილმარყუჟოვან წნულს. ხახის შუა კონსტრიქტორების კუნთშუა სივრცის დატოვების შემდეგ, ენის ტოტი მიემართება სასა-ენის რკალისკენ, აკეთებს S-ს მაგვარ ნადრეკს და იყოფა თავის ორ ძირითად - დორსალურ (სასის) და ვენტრალურ (ენის) ტოტებად. დორსალური ტოტი - ყველა ჩვენ მიერ შესწავლილ პრეპარატზე იყოფა ორ, იშვიათად სამ, ტოტად. აქედან ერთი ტოტი მიემართება სასა-ენის ნაოჭში და სასის ფარდაში, ერთი-ორი ტოტი სასის რკალში და სასის ნუშისებრ ჯირკვალში. ვენტრალური ტოტი - უფრო მსხვილია ვიდრე წინამორბედი ტოტი, წვება ენის ძირზე და იძლევა ერთ-ორ ტოტს, შემდეგ ძირითადი ნერვული ტოტი მიემართება ვენტრალურად და ენის უკანა მესამედის დონეზე წარმოქმნის წნულს. წნულის ზოგიერთი ტოტი შედის ენის უკანა მესამედის ლორწოვან გარსში და წარმოქმნის წვრილმარყუჟოვან წნულს, დანარჩენი ტოტები მიემართებიან შემოზღუდულ დვრილებში და ენის საკუთარი კუნთების სისქეში. თვალის მამოძრავებელი ნერვი-n. სამივე ნერვი გახვეულია საერთო შემაერთებელქსოვილოვან გარსში. გარსის მოცილების შემდეგ ატლანტ- კეფის სახსრის დონეზე ენისქვეშა ნერვს აბორალური მხრიდან უართდება კისრის პირველი ზურგის ტვინის ნერვი. ენისვეშა ნერვის ღეროს ვენტრო-აბორალურად გამოეყოფა ნერვული ტოტი, რომელიც გაივლის ვაგოსიმპათიკურ ღეროს და საერთო საძილე არტერიის ქვეშ იყოფა ორ ტოტად, ერთი ტოტი შედის ენისქვეშა კუნთებში და ანერვებს მკერდ-ფარისებრ და მკერდ- Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 324 ინის კუნთს. კუნთებში შესვლისას ეს ტოტები წარმოიქმნიან კუნთშიდა წვრილმარყუჟოვან წნულს. ხოლო მეორე დაღმავალი ტოტი ანერვებს ფარ-ინის და ენა-ხახის კუნთს. ენისქვეშა ნერვის ღერო მოემართება ენის არტერიასთან ერთად და შედის ენაში, სადგის ენის და ენისქვეშა კუნთების მიერ წარმოქმნილი ნაპრალის მეშვეობით. ენაში შესვლის შემდეგ, ენისქვეშა ნერვი იყოფა სამ ტოტად და წარმოქმნის ენის საკუთრივ კუნთის კუნთშიდა წნულს. ერთი, იშვიათად ორი, ნერვული ტოტი აგრძელებს გზას ენის სიღრმეში, აძლევს ტოტებს სადგის-ენის, ენისვეშა და ნიკაპ-ენის კუნთებს და წარმომნის კუნთშიდა წვრილმარყუჟოვან წნულს, რომლის მიდევნება შეიძლება მხოლოდ ბინოკულარული ლუპის მეშვეობით. ერთი ყველაზე მსხვილი ნერვული ტოტი შედის ენის სიღრმეში და იყოფა	cache/gs-3750.pdf	txt/gs-3750.txt
