id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3796	Mardaleishvili, Zaza	Fractality Identification and Data Generation	2025	10	.pdf	application/pdf	2472	47	59	აღიწეროს პაკეტებს შორის ინტერვალების ხანგრძლიობების განაწილებით. ინტერვალის ხანგრძლიობა განისაზღვრება ბუფერში ინფორმაციის დაგროვების დროის ხანგრძლიობით, რომელიც საკმარისი უნდა იყოს, საჭირო 𝐿 სიგრძის პაკეტის შესაქმნელად: 𝑟(𝑡)𝑑𝑡 = 𝐿 (3) ეს გამოსახულება წარმოადგენს 𝜏 ინტერვალზე, გადაცემის სიჩქარის საშუალო მნიშვნელობის, ნამრავლს, ინტერვალის 𝜏 ხანგრძლიობაზე: 𝑟საშ ∙ 𝜏 = 𝐿 (4) სადაც 𝑟საშ = 1 𝜏 𝑟(𝑡)𝑑𝑡 თუ პაკეტების სიგრძეები შედარებით მოკლეა, მაშინ 𝑟საშ , მცირე ცდომილებით, შეიძლება ჩანაცვლდეს 𝜏 ინტერვალზე სიჩქარის მიმდინარე 𝑟 მნიშვნელობით. ეს დაშვება გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ 𝜏 და 𝑟 შემთხვევით სიდიდეებს შორის ფუნქციონარული დამოკიდებულება: 𝜏 = 𝐿 𝑟 (5) რაც გვაძლევს საშუალებას ვიპოვოთ 𝑔(𝜏) უწყვეტი შემთხვევითი 𝜏 სიდიდის განაწილების კანონი, როგორც ერთი შეთხვევითი 𝑟 არგუმენტის ფუნქცია, მაშინ, როდესაც ცნობილია მისი განაწილების 𝑓(𝑟) კანონი. განვიხილოთ ფუნქციის ნებისმიერი [𝛼, 𝛽] მონაკვეთი, რომელზეც განაწინებულია 𝛽 სიდიდის შესაძლო მნიშვნელობები, ანუ: 𝑃(𝛼 < 𝑅 < 𝛽) = 1 ამ ამოცანის ამოხსნის წესი დამოკიდებულია 𝜏 = ფუნქციის მოქმედებაზე [𝛼, 𝛽] მონაკვეთზე - რომელიც უწყვეტი და დიფერენცირებადია მოცემულ მონაკვეთზე. რადგანაც (5) დამოკიდებულება მონოტონურად მიილევა მოცემულ დადებით უბანზე: 𝐺(𝑟) = 𝑃(𝑇 < 𝜏) = 𝑃(𝑟 < 𝑅 < 𝛽) = 𝑓(𝑟)𝑑𝑟 მართლაც, რომ სრულდებოდეს პირობა 𝑇 < 𝜏 , შემთხვევითი წერტილი (𝑅, 𝑇) უნდა მდებარეობდეს მრუდის იმ უბანზე, რომელიც 𝐴𝐵 სწორის ქვემოთ არის გავრცელებული. ამისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რომ შემთხვევითი 𝑅 სიდიდე აღმოჩნდეს 𝑟 - დან 𝛽 - მდე უბანზე. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 361 მაშინ, თუ ზემოთ მოყვანილ გამოსახულებაში ინტეგრალის ქვედა ზღვარს გამოვსახავთ (5) პირობით, გვექნება: 𝑟 = 𝐿 𝜏 და შესაბამისად: 𝐺(𝜏) = 𝑓(𝑟)𝑑𝑟 (6) მიღებული თანაფარდობის დიფერენცირება 𝜏 ცვლადით, რომელიც შედის ინტეგრირების ქვედა ზღვარში, გვაძლევს:   0 2 LL g f          (7) 𝑟 და 𝜏 შემთხვევითი სიდიდეების ურთიერთდამოკიდებულება არის ინვარიანტული, ფუნქციისა და არგუმენტის ადგილმონაცვლეობის მიმართ და შესაბამისად მიზანშეწონილია ამ დამოკიდებულების წარმოდგენა განზოგადებული ცვლადების საფუძველზე: 𝑦 = 𝑘 𝑥 რაც გვაძლევს საშუალებას, რომ (7) განაწილების კანონი განვიხილოთ, როგორც უკუგარდასახვა:   2 k k f x g x x        (8) ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და მომსახურების ახალ საფეხურებზე მოთხოვნების ზრდამ გამოიწვია მომსახურების ახალი სახეობების შექმნისა და მათი უსწრაფესად დანერგვის აუცილებლობა. დღევანდელ ეტაპზე პერსპექტიულია კავშირგაბმულობის ქსელები პაკეტების კომუტაციით, რომელიც უკვე ფართოდ არის გამოყენებული ინფორმაციის ნებისმიერი სახეობის გადაცემისათვის. ქსელების არქიტექტურა განუხრელად რთულდება, განსხვავდებიან შემოთავაზებული მომსახურების სახეობებითა და დანიშნულებით. აღნიშნულის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი (შემდეგი) თაობის ქსელების (Next Generation Networks - NGN) კონცეპცია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 პოლინომიალურ და არაექსპონენციალურ ფუნქციას. რეალური ქსელი ყოველთვის შეიცავს შეზღუდული რაოდენობის რესურსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდული რაოდენობის რესურსის მოპოვების პროცესში აუცილებლად წარმოიქმნება არაწრფივი მოვლენები და ამის შედეგად თავს იჩენს ტრაფიკის წყაროებს შორის დამოკიდებულობა. გადატვირთულობის შემთხვევაში წარმოიქმნება ასეთივე არაწრფიობები მართვის მექანიზმებშიც, როგორებიცაა TCP (გადაცემის მართვის პროტოკოლი), Ethernet და სხვა. ნაშრომში მიღებული შედეგები ეძღვნება კავშირგაბმულობის მულტისერვისული ქსელების პროექტირებისა და ექსპლუატაციის პრობლემებს. საკვანძო სიტყვები: მონაცემთა ბაზა, გენერაცია, პაკეტური კომუტაცია. შესავალი: საერთაშორისო ექსპერტების თვალსაზრისით XXI საუკუნე იქნება გლობალური ინფორმაციული საზოგადოების საუკუნე. მის საფუძველს წარმოადგენს გლობალური ინფორმაციული ინფრასტრუქტურა (Global Informational Infrastructure-GII), რომელიც მოიცავს კავშირგაბმულობის მძლავრ სატრანსპორტო ქსელებს, ინფორმაციის დამუშავებისა და განაწილების სისტემებს, მომსახურების მრავალფეროვან საინფორმაციო სახეობებთან მიერთების საშუალებებს. ყველა განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობს გლობალური ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამუშაოები, რომლებიც ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნების მოქცევას მსოფლიოს ერთიან საინფორმაციო სივრცეში. ამ საქმიანობაში ჩართულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის ყველაზე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 355 ავტორიტეტული ინფოტელეკომუნიკაციის სფეროში - ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო საბჭო ITU (International Telecommunication Union), ამასთან ერთად, ტელეკომუნიკაციის დარგში სამეცნიერო-თეორიული და გამოყენებითი კვლევების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ქსელებისა და სისტემების ფუნქციონირების ხარისხობრივი	cache/gs-3796.pdf	txt/gs-3796.txt
