id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3854	Arziani, Giorgi; Chkhaidze, George	The Impact of the Level of Detail in the Distributed Parameter Model of a Transmission Line on Its Frequency Characteristics	2025	10	.pdf	application/pdf	2261	61	65	კომპონენტი მიილევა და პრაქტიკულად ქრება ამ დიაპაზონში. შესაბამისად, სქემის სრული წინაღობა ძირითადად განპირობებულია ინდუქციური რეაქტიული მდგენელით და სწორედ ამიტომ იმეორებს მის მახასიათებელს. -6000 -4000 -2000 0 2000 4000 6000 0 20 40 60 80 100 120 140 R, X ,Z (o hm ) f (hz) R X Z Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 499 ნახაზი 6 - ხაზის სამსეგმენტიანი მოდელის R-X დამოკიდებულება ზემოთ აღწერილი პრინციპით დავამოდელირეთ ხუთ, შვიდ და ცხრასეგმენტიანი ვარიანტები რომელთა სიმულაციის შედეგებიც ნაჩვენებია ნახაზ 7 - ზე, ნახაზ 8-ზე და ნახაზ 9-ზე შესაბიმისად. თითოეული ამ ნახაზთაგანი შედგება წყვილი დიაგრამისგან, რომელთაგან მარცხენა არის სიხშირული მახასიათებელი, N 2, 2025 494 შესაძლებლობაზე ზუსტად ასახოს სხვადასხვა სიხშირული კომპონენტები, განსაკუთრებით ჰარმონიკული მდგენელები და ძაბვის/დენის ზესწრაფი იმპულსები. მოდელის გრანულარიზაციის მაღალი ხარისხი, ანუ ხაზის უფრო მცირე და მრავლად დაყოფილი სექციებით მოდელირება, საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ რეალურ ფიზიკურ ქცევასთან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სისტემა ფუნქციონირებს არაწრფივი დატვირთვებისა და ინვერტორული გენერატორების დინამიკურად ცვალებად რეჟიმებში. ასეთი მიდგომით, უფრო ზუსტად აღიბეჭდება სიხშირული მახასიათებლები, როგორიცაა რეზონანსები, ჩახშობის ეფექტები და სიხშირეზე დამოკიდებული დანაკარგები. ამავდროულად, არსებობს კომპრომისი გამოთვლით რესურსებსა და სიზუსტეს შორის — ძალიან მაღალი გრანულარიზაცია ზრდის გამოთვლის დროსა და მოდელირების სირთულეს. შესაბამისად, კვლევის ერთ-ერთი მიზანი გრანულარიზაციის ოპტიმალური დონის იდენტიფიცირებაა, რაც თავის მხრივ არ არის ფიქსირებული პარამეტრი და მკვეთრად არის დამოკიდებული დასმული ამოცანის მიზნებზე და მოდელირებულ სცენარების ტექნიკურ მახასიათებლებზე. ზოგადად, ასეთი ტიპის ოპტიმიზაციაში მოიაზრება დეტალიზაციის ისეთი დონის განსაზღვრა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს კონკრეტული ამოცანისთვის დამაკმაყოფილებელ სიზუსტეს, ხოლო, მეორე მხრივ, მოდელირებისა და სიმულაციის პროცესის ეფექტურ წარმართვას. საძიებო სიტყვები: ჰარმონიკული ანალიზი, ხაზის განაწილებულპარამეტრებიანი მოდელები, რეზონანსი, ელექტრული სისტემა, სიხშირული სკანირება, ჰარმონიკული ნაკადგანაწილება. შესავალი თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების განვითარებასთან ერთად ელექტრული ენერგიის ხარისხის ანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაღალი ხარისხის ელექტროენერგია აუცილებელია ელექტრული მოწყობილობების, ავტომატიზებული სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უწყვეტი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ელექტრული ენერგიის ხარისხის გაუარესებამ, როგორიცაა ძაბვის ცვალებადობა, ჰარმონიკული სპექტრების წარმოქმნა ან ფაზების ასიმეტრია, შეიძლება გამოიწვიოს საწარმოო პროცესების დარღვევა, მოწყობილობების დაზიანება, მონაცემთა დაკარგვა და ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაც კი. ენერგიის დაბალი ხარისხი ხშირად დიდ ეკონომიკურ ზარალთან არის დაკავშირებული. ელექტრული ენერგიის ხარისხს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სტაბილური და სანდო ენერგომომარაგება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა. ეს ტენდენცია არ არის შემოფარგლული მხოლოდ ტექნოლოგიურად მოწინავე რეგიონებით. მსგავსი მიდგომა აქტიურად ვრცელდება სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც	cache/gs-3854.pdf	txt/gs-3854.txt
