id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3869	Namchevadze, Tsatsa; Bichadze, Elza	About Object-Oriented Databases	2025	10	.pdf	application/pdf	2231	99	78	და ძირითადად ორიენტირებულია Windows პლატფორმებზე. იგი უზრუნველყოფს ობიექტების გაზიარებას და ურთიერთქმედებას სხვადასხვა პროგრამას შორის. OLE-ს მეშვეობით სხვადასხვა პროგრამას (მაგალითად, MS Word-სა და Excel-ს) შეუძლია ერთმანეთთან ობიექტების გაზიარება ისე, რომ ისინი მუშაობდნენ სინქრონულად. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 525 მაგალითად, Excel-ში შექმნილი ცხრილი ჩაშენდეს Word დოკუმენტში ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს პირდაპირ Word-დან განახლება. 2).Common Object Request Broker Architecture (CORBA)-პლატფორმებისაგან დამოუკიდებელი სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია Object Management Group (OMG)-ის მიერ და მხარდაჭერილია ისეთი კომპანიების მიერ, როგორებიცაა IBM, Novell, DEC და სხვები. CORBA უზრუნველყოფს სხვადასხვა სისტემებსა და პროგრამულ გარემოში არსებული ობიექტების ურთიერთქმედებას ქსელის საშუალებით. მაგალითად, ერთი პროგრამა შეიძლება დაწერილი იყოს Java-ზე Linux-ში, მეორე - C++-ზე Windows-ში. CORBA იძლევა მათ შორის კავშირისა და მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობას. ამგვარად, ობიექტურ-ორიენტირებულ მონაცემთა ბაზებში მონაცემები ინახება ობიექტების სახით და არა ცხრილებად. მონაცემებთან წვდომა იგი მოითხოვს დიდი მოცულობის მეხსიერებას (20 გიგაბაიტზე მეტი) სისტემის კონსტრუირებისათვის. 1989 წელს გამოქვეყნდა „ოომბ–ის მანიფესტი“, რომელშიც გამოიყენებოდა ფორმულა: ოომბმს=მბმს+ოოპე სადაც ოომბს ნიშნავს ობიექტურ–ორიენტირებულ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემას; ოოპე – ობიექტურ–ორიენტირებულ პროგრამირების ენას. ოომბმს უნდა უზრუნველყოფდეს არაწრფივი სტრუქტურის ობიექტებს, სისტემის ადვილად გაფართოებას, გამოთვლების შესრულებას, მოთხოვნების ენებს. აღნიშნული მიიღწევა ინკაფსულაციითა და მემკვიდრეობით. 1991 წელს შეიქმნა ჯგუფი Object Database Managment Group (ODMG), რომელსაც უნდა ჩამოეყალიბებია ოომბ–ის სტანდარტი. ეს სტანდარტი ჯგუფმა წარადგინა 1993 წელს სახელწოდებით ODMG-3.	cache/gs-3869.pdf	txt/gs-3869.txt
