id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3874	Lanchava, Omar	Integrated Analysis of Ventilation System Efficiency and Lifesaving in Tunnel Fire Conditions	2025	22	.pdf	application/pdf	6050	233	79	წთ-ის განმავლობაში, რაც შესაბამისობაშია NFPA 130 /502 და ISO 13571-ის რეკომენდაციებთან. ნიშანდობლივია, რომ ფიგ. 1-ზე მოცემულ მასალაში მითითებული არ არის ხანძრის სიმძლავრე და ნაჩვენებია მხოლოდ კრიტიკული ზღურბლების დადგომის დრო. ამით ნაჩვენებია, რომ ხანძრის საბოლოო სიდიდე ამ შემთხვევაში საინტერესო არაა, რადგან ნებისმიერი სიმძლავრის ხანძარი გადის საწყის ფაზას, როცა თანდათანობით დგება კრიტიკული ზღურბლები. 5. CFD მოდელირება გვირაბის ხანძრის სცენარებისთვის გვირაბებში ხანძრის დროს წარმოქმნილი თერმული და ტოქსიკური გარემოს კონტროლი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საინჟინრო ამოცანას. მექანიკური ვენტილაცია გამოიყენება თერმული ენერგიის, კვამლისა და ტოქსიკური აირების გვირაბიდან ასარინებლად, რაც კრიტიკულია ადამიანების ევაკუაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ხანძრის სიმძლავრის (HRR), ვენტილაციის სტრატეგიისა და გვირაბის გეომეტრიის ზეგავლენის შესაფასებლად გამოიყენება დენად გარემოთა გამოთვლითი დინამიკა, ანუ რიცხვითი CFD- მოდელირება. იგი ეფუძნება ნავიე-სტოქსის განტოლებებს და ენერგიის მუდმივობის პრინციპს, რაც იძლევა საშუალებას, პროგნოზირებულ იქნას ტემპერატურის, სიჩქარისა და წნევის ველები. ქვემოთ მოცემულ მოდელირების შედეგებში განიხილება სამი სავენტილაციო სცენარი, რომლებიც ეფუძნება რეალისტური გვირაბის პარამეტრებს: სიგრძე – 800 მ, დახრილობა – 3%, ვენტილატორების წნევა – 2000 პა, და ხანძრის სიმძლავრე – 30 მგვტ. გვირაბში შერჩეულია 8 ცალი განივი კვეთი ერთმანეთისაგან 100 მ დაშორებით. აღნიშნულ კვეთებში სცენარების მიხედვით დამონტაჟებულია 1, 2 ან 4 ცალი ჭავლური ვენტილატორი. ყველა მათგანი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 გარდა ვენტილაციისა, უსაფრთხოების ეფექტიანობა დამოკიდე-ბულია დანარჩენი ინფრასტრუქტურული სისტემებისა და ელემენტების კოორდინირებულ მუშაობაზე. მათ შორის აღსანიშნავია: ევაკუაციის მარშრუტები, ხანძარმედეგი კონსტრუქციები, დეტექციის ტექნოლოგიები და ცეცხლთან ბრძოლის აქტიური და პასიური მეთოდები. ტრადიციულად, გვირაბის სავენტილაციო სისტემა იგეგმება კრიტიკული სიჩქარის კონცეფციაზე დაყრდნობით, რომელიც გამომდინარეობს ფრუდის რიცხვისაგან და მიზნად ისახავს კვამლისა და წვის სხვა ტოქსიკური პროდუქტების უკუდინების თავიდან აცილებას. თუმცა, ბოლო წლებში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა და რიცხვითმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეალურ პირობებში, განსაკუთრებით დახრილ გვირაბებში დაღმავალი გრძივი ვენტილაციისას, ან ინტენსიური თბოგამოყოფის პირობებში, აღნიშნული კრიტიკული სიჩქარე ხშირად ვერ უზრუნველყოფს უკუდინების თავიდან აცილებას. წინამდებარე კვლევა ერთიან სისტემაში განიხილავს თბოგამოყოფის, სავენტილაციო სისტემის მუშაობის ეფექტიანობისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ურთიერთკავშირს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 565 ხანძრის სხვადასხვა სცენარებში. წარმოდგენილია ახალი კომპლექსური შეფასების მოდელი, რომელიც ეფუძნება დინამიკური ეფექტიანობის ფაქტორების (დეფ) ინტეგრირებულ ანალიზს, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხანძრის დინამიკას, ასევე სავენტილაციო შესაძლებლობებს და ადამიანებზე ზემოქმედების რისკებს. მოდელი იძლევა სიცოცხლის უსაფრთხოებისა და სისტემური მდგრადობის უფრო ზუსტ შეფასებას შეზღუდულ მიწისქვეშა გარემოში. გვირაბებში უკვე მომხდარი ხანძრების კერაზე	cache/gs-3874.pdf	txt/gs-3874.txt
