id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3875	Meburishvili, Malkhaz; Tskipurishvili, Tea	Selecting a Cargo Delivery System	2025	17	.pdf	application/pdf	4460	130	79	ტვირთების მიწოდების ინტეგრირებული სისტემის სინთეზის მოდულური პრინციპი. ერთ-ერთ თანამედროვე ტენდენციას წარმოადგენს სატრანსპორტო და საქონლის განაწილების პროცესების ინტეგრაცია, რაც ობიექტურად განპირობებულია წარმოების ეფექტურობის მოთხოვნით და რესურსების გამოყენებით, უწყვეტად დაკავშირებულია თანამედროვე წარმოების გლობალიზაციასთან და საქონლის განაწილებასთან. ინტეგრაციის მთავარი მიზანია გაერთიანების უპირატესობის რეალიზება, ანუ რესურსების დაზოგვის მიღწევა ან მომხმარებლისთვის ახალი, უფრო მიმზიდველი მომსახურების ხარისხის შექმნა. სატრანსპორტო ინტეგრაციის პრობლემებისადმი მიძღვნილია დიდი რაოდენობის შრომები, თუმცა ორგანიზაციული და ინტეგრაციის საკითხები აღნიშნულ კვლევებში ძირითადად განხილულ იქნა აღწერილობით დონეზე. მათში ძირითადად საქონლის განაწილების სისტემის ფუნქციონირების პრობლემებზე არის გამახვილებული ყურადღება. ტვირთის მიწოდების სისტემის ფორმირებისა და მისი ხარისხის შეფასების პროცესების ფორმალიზაციის პრობლემები საკმარისად არ არის გათვალისწინებული. ნახ. ტვირთის მიწოდების სისტემის შერჩევის მეთოდოლოგია მრავალკრიტერიანობის ფაქტორის გათვალისწინებით. სისტემური ანალიზის კონცეფციის მიხედვით გადაწყვეტილების მიღებისას ყველა გადაწყვეტილება დაიყვანება მიზნის მიღწევის მრავალ მისაღებ საშუალებათა შორის ოპტიმალური ალტერნატივის არჩევამდე. მართლაც, ასეთი მიდგომა ხშირად სუბიექტურად აღიქმება, როგორც მიზანი (ანუ მიზანი მდგომარეობს სისტემის ოპტიმიზაციაში მოცემული კრიტერიუმის მიხედვით).	cache/gs-3875.pdf	txt/gs-3875.txt
