id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3877	Bardadze, Gvantsa; Gordiashvili, Irakli	Harmonic Resonance Study in HV Network	2025	9	.pdf	application/pdf	2028	50	59	ჰარმონიკული რეზონანსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ძაბვის ანომალური დამახინჯება, განსაკუთრებით ისეთ წერტილებში, სადაც არაწრფივი დატვირთვა ან ინვერტორული გენერაცია არ არსებობს. საერთო ჯამში, ჰარმონიკული რეზონანსი მრავალმხრივ საფრთხეს უქმნის ელექტრულ ქსელებს და მათ შემადგენელ კომპონენტებს. ის იწვევს ენერგიის ხარისხის მნიშნელოვან გაუარესებას, მოწყობილობების დაზიანებას, ექსპლუატაციის ხარჯების ზრდას და უსაფრთხოების პრობლემებს. ამ ფონზე, ჰარმონიკების ანალიზის ჩატარება, ქსელის სისტემური დაგეგმარება და შესაბამისი დამცავი ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელი ხდება მდგრადი და საიმედო ელექტრული სისტემის უზრუნველსაყოფად. ნაშრომში წარმოდგენილია მოდელირებითა და სიმულაციით მიღებული შედეგები, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ ცვლის განახლებადი ენერგიის დეცენტრალიზებული ბუნება ქსელის იმპედანსურ პროფილს და რა სირთულეებს ქმნის ეს ჰარმონიკების მართვის კუთხით. ამ კვლევაში, რომელიც წარმოადგენს მასშტაბური კვლევის მხოლოდ მცირე ნაწილს, ძირითადი ყურადღება ეთმობა პროაქტიული სტრატეგიების საჭიროებას, მათ შორის ოპტიმიზებული ფილტრაციის სისტემებისა და რეალურ დროში გაზომვისა და ანალიზის სისტემების დანერგვას, რათა მოხდეს ჰარმონიკებთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტური მართვა და ნეგატიური გავლენების მინიმიზაცია. ჰარმონიკული ნაკადგანაწილებისა და სიხშირული სკანირების შედეგები ქსელის სხვადასხვა რეჟიმში ჩატარებულმა ჰარმონიკულმა ანალიზმა გამოავლინა რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტრული სისტემის განვითარების ყველა ეტაპზე. ამ ფაქტორების შეჯამება შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:  ფილტრაციის სტრატეგიების დაგეგმვას და მათ შემოწმებას მოდელირებულ გარემოში. კვლევის საბოლოო მიზანია ისეთი პრაქტიკული მიდგომისა და მეთოდების ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლებელს გახდის განახლებადი ენერგიის წყაროების უსაფრთხო ინტეგრაციას ელექტრულ სისტემაში, მინიმალური ტექნიკური რისკითა და მაქსიმალური ეფექტურობით. საძიებო სიტყვები: განახლებადი ენერგია, ჰარმონიკები, ჰარმონიკული რეზონანსი, ჰარმონიკული ანალიზი, ჰარმონიკული დამახინჯება, ელექტრული სისტემა, ელექტრული ქსელი, სიხშირული სკანირება. შესავალი თანამედროვე ელექტრულ სისტემებში აქტიურად მიმდინარეობს ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის მსხვილმასშტაბიანი ქარისა და მზის პროექტების მასიური ინტეგრაცია	cache/gs-3877.pdf	txt/gs-3877.txt
