id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3882	Mdzeluri, Ketevan; Imerlishvili, Ana	Evaluating DevOps Practices in Successful International Companies	2025	6	.pdf	application/pdf	1278	56	71	პრაქტიკის გამოყენების ფაქტობრივი მდგომარეობა კომპანიებში, გამოყენებული ინსტრუმენტები და მათი ინტეგრაციის დონე, DevOps-ის პრაქტიკის სარგებელი და გამოწვევები, კომპანიის მზადყოფნა DevOps-ის სრული დანერგვისთვის, ექსპერტთა რეკომენდაციები შედარებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო. კვლევის მეთოდოლოგია: მოცემული კვლევა განხორციელდა ონლაინ ანონიმური კითხვარის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები — DevOps ინჟინრები, სისტემური ადმინისტრატორები, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორები და ტექნიკური დირექტორები, რომლებიც მუშაობენ შესანიშნავი პრაქტიკით გამორჩეულ კომპანიებში. კომპანიების სიდიდე განსხვავდებოდა (10-დან 200+ თანამშრომლამდე), რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან და წარმომადგენლობით ჭრილს. კითხვარი მოიცავდა როგორც დახურული (მრავალვარიანტიანი), ისე ღია ტიპის შეკითხვებს. მონაცემები შეგროვდა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ცოდნის დონე DevOps მეთოდოლოგიის შესახებ, პრაქტიკული გამოყენება და ორგანიზაციული ინტეგრაცია, გამოყენებული ინსტრუმენტები (CI/CD, ავტომატიზაცია, მონიტორინგი), შეფასება სარგებლისა და გამოწვევების კუთხით, ორგანიზაციის მზაობის დონის თვითშეფასება. მონაცემების ანალიზი ჩატარდა აღწერითი სტატისტიკისა და შინაარსობრივი კლასიფიკაციის საფუძველზე. შედეგებმა წარმოაჩინა როგორც DevOps-ის წარმატებული გამოყენების მოდელები, ისე ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მისი ინტეგრაციის სიღრმესა და ხარისხს საერთაშორისო პრაქტიკაში ძირითადი მიგნებები და კვლევის ანალიზი გამოკითხულ რესპოდენტებიდან თითქმის ყველა აცხადებს, რომ ორგანიზაციაში სრულად დანერგილია DevOps პრაქტიკა, სისტემური ინტეგრაცია უკვე დასრულებულია და DevOps პროცესი სრულად ავტომატიზებულია. მიუხედავად არსებული ინტეგრაციისა, ნაწილი კომპანიებისა მაინც აცნობიერებს სრულყოფის საჭიროებას. თითოეული რესპოდენტი კარგად ვადებში და რა რესურსებით განხორციელდება DevOps პროცესები. DevOps-ის დანერგვა საქართველოში არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანა — ესაა სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს როგორც ტექნიკურ ცოდნას, ასევე მართვის და კორპორაციული კულტურის ცვლილებებს. სწორი დაგეგმვითა და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია საქართველოში IT ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა. დასკვნა ეს კვლევა აჩვენებს, რომ DevOps პრაქტიკის სრული ინტეგრაცია რეალურად შესაძლებელია და შედეგიანი — როდესაც არსებობს მკაფიო ხედვა, ინსტრუმენტების სწორად შერწყმული გამოყენება და თანამშრომლობითი სამუშაო გარემო. წარმატებულ კომპანიებში DevOps არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ მუდმივი გაუმჯობესების კულტურაა. საქართველოს ორგანიზაციებმა, რომლებიც ისწრაფვიან ციფრული ტრანსფორმაციისკენ, უნდა გაითვალისწინონ ეს გამოცდილება — ტექნიკური მზაობა, განათლება, მენეჯმენტის ჩართულობა და ფინანსური სტაბილურობა ერთად ქმნიან DevOps წარმატების საფუძველს. References 1.	cache/gs-3882.pdf	txt/gs-3882.txt
