id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3891	Kochadze, Dimitri; Latchkepiani, Elguja; Makharashvili, Robert	Traditional Georgian Ethnopharmacology: Historical Foundations, Medicinal Plant Cultivation Practices, and Knowledge Transmission Pathways	2025	15	.pdf	application/pdf	4241	132	73	რომლებშიც მოცემულია როგორც ბოტანიკური მახასიათებლები, ისე სამკურნალო და რიტუალური გამოყენების ფორმები, სამკურნალო პრაქტიკის კონტექსტში შემონახულ ზეპირსიტყვიერ მასალას - შელოცვებს, სიმღერებს, რიტუალურ ტექსტებს. წყაროების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა მასალას, რომელიც ასახავს მცენარის მოქმედების პრაქტიკულ გამოყენებას და ხალხურ ჩანაწერებში მოცემული მცენრაის იდენტურობას. ტექსტში განხილული მცენარეები კლასიფიცირებულია შემდეგი პარამეტრებით: სამეცნიერო და ქართულ-ხალხური სახელწოდება, ბიოგეოგრაფიული გავრცელება, სამკურნალო გამოყენება ტრადიციულ მედიცინაში, ბიოაქტიური ნივთიერებები და მათი ფარმაკოლოგიური 1შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის PhD სტუდენტი. https://orcid.org/0009- 0009-9976-4724; 2სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის PhD სტუდენტი. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.42; 3პედიატრიული კლინიკა Mმედი22, ანესთეზია- რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ანოტაცია მოცემული კვლევა მიმოიხილავს ქართული ტრადიციული ეთნოფარმაკოლოგიის ისტორიულ, პრაქტიკულ და ზეპირსიტყვიერ საფუძვლებს, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს ამ რთულად სტრუქტურირებული ცოდნის სისტემის მეცნიერული ინტერპრეტაცია. ეთნოფარმაკოლოგია, როგორც დისციპლინა, აერთიანებს ბოტანიკურ, კულტურულ და სემიოტიკურ ანალიზს და ამ თვალსაზრისით, ქართული ტრადიციული მედიცინა წარმოადგენს ორიგინალურ, თუმცა უნივერსალურ მოდელს. კვლევა ეფუძნება ხარისხობრივ მეთოდოლოგიას, პირველწყაროების დოკუმენტურ ანალიზს და ზეპირსიტყვიერი ტექსტების ეთნოგრაფიულ ჰერმენევტიკას. გამოყენებულ იქნა XIX–XX საუკუნეების ქართული მონოგრაფიები, ხალხური რეცეპტები, შელოცვები, სიმღერები და მცენარეთა ბოტანიკური აღწერილობები. კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო გამოევლინა მცენარეთა გამოყენების პრაქტიკებსა და რიტუალურ სტრუქტურებს შორის კავშირი, რაც ხშირად განსაზღვრავს სამკურნალო ქმედების კულტურულ ლეგიტიმაციას. შესწავლილ იქნა ოთხი ძირითადი მცენარის (კატაბალახა, შხამა, ცოცხანა, ძახველი)	cache/gs-3891.pdf	txt/gs-3891.txt
