id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3897	Khasaia, Isolda; Gvelesiani, Eliso; Tsertsvadze, Nano	Waste Management Challenges and Opportunities in Tourist Destinations of Imereti	2025	7	.pdf	application/pdf	1682	53	69	tsertsvadze.nano@atsu.edu.ge ანოტაცია ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, ქმნის შემოსავლისა და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს. თუმცა, მისი ზეგავლენა გარემოზე, განსაკუთრებით ნარჩენების წარმოქმნის თვალსაზრისით, მზარდად ზრდის საერთაშორისო შეშფოთებას. კვლევების მიხედვით, ტურიზმი ევროპაში წარმოქმნილი ნარჩენების დაახლოებით 6.7%-ს შეადგენს, რაც სერიოზული გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინ გვაყენებს. იმერეთის რეგიონი, საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ტურისტულად ყველაზე აქტიური და მდიდარი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური და დაცული ტერიტორიები. მდგრადი ნარჩენების მართვა მოითხოვს მრავალდონიან სტრატეგიას, რომელიც აერთიანებს სამთავრობო პოლიტიკას, კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ინიციატივებს. კვლევა ხაზს უსვამს ნარჩენების სეპარაციის, გადამუშავების, კომპოსტირების და პასუხისმგებლიანი ტურისტული ქცევის მნიშვნელობას, როგორც გარემოზე ზემოქმედების შემცირების აუცილებელ პირობებს. ნარჩენების ეფექტური მართვა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 28 შესაძლებელია სტრატეგიული ინვესტიციების, ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადი ტურისტული პოლიტიკის მეშვეობით. საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ნარჩენების მართვა, ტურიზმი, დესტინაცია, იმერეთი. შესავალი ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკონომიკაში, რადგან არა მხოლოდ ქმნის შემოსავალს, არამედ ახალ სამუშაო ადგილებსაც აჩენს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ტურიზმის სექტორი გლობალური მშპ-ისა და დასაქმების დაახლოებით 10%-ს შეადგენს (Travel and Tour World 2024).	cache/gs-3897.pdf	txt/gs-3897.txt
