id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3898	Meburishvili, Malkhaz; Tskipurishvili, Tea	General Model of Enterprise Material Flow Optimization and Its Logistic Modifications	2025	13	.pdf	application/pdf	2632	55	61	- ქვესისტემები - საწარმოს ლოგისტიკური ჯაჭვის რგოლები. საწარმოს მატერიალური ნაკადის მართვის სისტემის აღნიშნული დონეები ხასიათდება სხვადასხვა მიზნობრივი ფუნქციებით: - ლოგისტიკის განყოფილება - საწარმოს ლოგისტიკურ ჯაჭვში მატერიალური ნაკადის მოძრაობის ოპტიმიზაციიდან ეკონომიკური ეფექტის (მოგების) მაქსიმიზაცია; - საწარმოს ლოგისტიკური ჯაჭვის რგოლები - რგოლის ფარგლებში მატერიალური ნაკადის გადაადგილების ხარჯების მინიმუმამდე შემცირება. საწარმოს ლოგისტიკური ჯაჭვის რგოლების კონფლიქტური ეკონომიკური ინტერესების შესაჯერებლად, ჩვენ ვიყენებთ პარამეტრული ოპტიმიზაციის მეთოდს. ამ მეთოდის თანახმად, ოპტიმიზაციის ამოცანის გადაჭრის ზოგადი პროცესი ხორციელდება ორ ეტაპად: „ქვემოდან ზემოთ“ კოორდინაცია - შედეგად, ზედა დონეზე წარმოდგენილია განხილული პარამეტრიდან ყველა ქვესისტემის ოპტიმალური ქცევის (ეფექტურობის ფუნქციის) დამოკიდებულება; „ზემოდან ქვემოთ კოორდინაცია - ზედა დონეზე წყდება ქვესისტემების მუშაობაზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამსხვილებული ოპტიმიზირებული მოდელი, რის შედეგადაც თითოეული ქვესისტემისთვის დგინდება ოპტიმალური დავალება. შემოვიტანოთ საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის ოპტიმიზაციის ზოგადი მოდელის პარამეტრები. Vბ - საწარმოს მატერიალური ნაკადის ბაზრის მოთხოვნის შედეგების მოხმარების სიჩქარე, პროდუქციის ერთეული/დროის ერთეული Ѵმ - საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის სიჩქარე, პროდუქციის ერთეული/დროის ერთეული Eმ - საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის ოპტიმიზაციისგან მიღებული ეკონომიკური ეფექტი (მოგება), ლარი /პროდუქციის ერთეული Dმ- საწარმოს ლოგისტიკურ ჯაჭვში მატერიალური ნაკადის გადაადგილების ხარჯები, ლარი /პროდუქციის ერთეული Dშ, Dწ, Dგ- მატერიალური ნაკადის გადაადგილების ხარჯები, შესაბამისად, „შეძენის“, „წარმოების“ და „გასაღების“ რგოლებში, ლარი /პროდუქციის ერთეული. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 38 Cმ, 𝞓Cმi- საწყისი მატერიალური რესურსების ღირებულება და მათი ცვლილება მატერიალური ნაკადის მოძრაობის i-ური რეგულაციის მიხედვით „შესყიდვების“ რგოლში, ლარი /პროდუქციის ერთეული. F, 𝞓Fz - მზა პროდუქციის გასაყიდი ფასი და მისი ცვლილება მატერიალური ნაკადის მოძრაობის z-ური რეგულაციებით „დაკვეთაზე მუშაობის“ მოდელში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 41 გამოშვების მოცემული მოცულობისთვის (ბაზრის მოთხოვნის მიხედვით მატერიალური ნაკადის მოხმარების მოცემული სიჩქარისთვის), შემუშავდა ლოგისტიკური ჯაჭვის რგოლებში მატერიალური ნაკადის მოძრაობის რეგულირების ალტერნატიული ვარიანტები: „შესყიდვების რგოლში - 3 ვარიანტი, „წარმოების“ რგოლში - 2 ვარიანტი, „გასაღების“ რგოლში - 3 ვარიანტი. ამგვარად, საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის რეგლამენტის შესაძლო ვარიანტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 18 . გაანგარიშებებმა აჩვენა, რომ საწარმოს მატერიალური ნაკადის მოძრაობის რეგულირების ოპტიმალური ვარიანტია ვარიანტია №10, რომელიც აღწევს უმაღლეს მოგებას 2080 ათასი ლარი/ერთეული,	cache/gs-3898.pdf	txt/gs-3898.txt
