id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3905	Latchkepiani, Elguja; Kochadze, Dimitri; Gambarashvili, Maia; Makharashvili, Robert	Mechanical Asphyxia in Forensic Medicine: Pathophysiology, Diagnosis, and Modern Trends	2025	19	.pdf	application/pdf	3809	137	70	(2015) MRI და MRS კვლევებით აჩვენეს, რომ ჰიპოქსიური ასფიქსიის დროს აღინიშნება ტვინის pH-ის დაქვეითება და NAA/Cr (N- აცეტილასპარტატი/კრეატინი) შეფარდების შემცირება, რაც თავის ტვინის მეტაბოლური დისფუნქციის ინდიკატორია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 77 სტატისტიკური მონაცემები და ცნობილი შემთხვევები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ყოველწლიურად ფიქსირდება 250–1000 აუტოეროტიული ასფიქსიის შემთხვევა, რომელთა დაახლოებით 60% თავდაპირველად განიხილება როგორც სავარაუდო სუიციდი. ცნობილი შემთხვევები: František Kotzwara - ჩეხი კომპოზიტორი, რომლის გარდაცვალება 1791 წელს ოფიციალურად დაფიქსირდა აუტოეროტიული ასფიქსიით (American Journal of Forensic Medicine & Pathology, 1984); Sada Abe, იაპონური კულტურის გამორჩეული ტრაგიკული ფიგურა, რომელმაც 1936 წელს ეროტიული ასფიქსიისას მოკლა პარტნიორი და მოკვეთა სასქესო ორგანოები. შემთხვევა საფუძვლად დაედო არაერთ ფსიქოლოგიურ და კულტურულ ნარატივს. David Carradine, Kevin Gilbert, Albert Dekker, Vaughn Bode - ჰოლივუდისა და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც სავარაუდოდ დაიღუპნენ აუტოეროტიული ასფიქსიით. თანამედროვე დიაგნოსტიკა ეყრდნობა შემდეგ მეთოდებს: ვირტუალური აუტოფსია (Virtopsy) – 3D ლაზერული სკანირებით კანის ზედაპირზე დატოვებული მარყუჟის კვალის ვიზუალიზაცია. MRI/MRS – ტვინის სტრუქტურული და მეტაბოლური ცვლილებების გამოვლენა. ფსიქოსექსუალური პროტოკოლის ანალიზი – პირადი არქივების, ინტერნეტ ისტორიის და მობილური მოწყობილობების გადამოწმება პარაფილიური ქცევის დასადასტურებლად. ჰისტოქიმიური და იმუნოჰისტოქიმიური მარკერები – აპოპტოზური ცილები (caspase-3, HIF-1α) და ქსოვილის ჰიპოქსიური დაზიანების ბიოლოგიური დადასტურება. სტრანგულაციური ტრავმის თანამედროვე დიაგნოსტიკა: ციფრული მტკიცებულებების როლი სტრანგულაციური ასფიქსიის დროს ხილული არის არა მხოლოდ სტრანგულაციური ღარი, არამედ სიცოცხლისდროინდელი ტრავმული ნიშნები: ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და კანის სხვა დაზიანებები, რომლებიც ხშირად გვხვდება სახესა და კისერზე. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მსგავსი ნიშნები არ ფიქსირდება და ასეთ შემთხვევებში, სასამართლო-სამედიცინო დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტია ტექნოლოგიური მიდგომები. თანამედროვე ვირტუალური ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების ინტეგრირება. სტრანგულაციური ასფიქსიის (მარყუჟით ან მანუალური მოხრჩობა) შემთხვევებში ვიზუალური ნიშნები შესაძლოა იყოს მცირე ინტენსივობის, ატიპიური, ან სრულად არ არსებობდეს, რაც ართულებს ტრადიციული მეთოდებით დიაგნოზის დასმას. შესაბამისად, თანამედროვე მიდგომები ორიენტირებულია დაზიანების არეალის ციფრულ რუკირებაზე, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 78 სტრუქტურის მოდელირებაზე და სიცოცხლისდროინდელი მარკერების ანალიზზე. სურ. N6 სურ. N7 3D ფოტოგრამმეტრია და ლაზერული სკანირება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 79 მრავალკამერიანი ფოტოგრამმეტრიის ან სტრუქტურული სინათლის სკანირების გამოყენებით შესაძლებელია მარყუჟის ღარის სიღრმის, კანის მიკროდეფორმაციების და მექანიკური სტრუქტურების დატოვებული ნაკვალევის მაღალი სიზუსტით აღბეჭდვა. Ehrlich et al.	cache/gs-3905.pdf	txt/gs-3905.txt
