id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3907	Makhashvili, Nino; Papava, Ana; Latibashvili, Tekla; Mtchedlishvili, Tamar; Janikashvili, Ana; Dumbadze, Mishiko; Javakhishvili, Darejan	A Study of Attitudes Towards Transcranial Magnetic Stimulation for Treating Depression	2025	29	.pdf	application/pdf	7366	289	79	სუბიექტური შთაბეჭდილების გასაზომად. კვლევის მეთოდოლოგია კვლევა ეფუძნება თვისებრივ დიზაინს და მიზნად ისახავს როგორც პაციენტების, ისე ტმს თერაპევტების სუბიექტური გამოცდილების და დამოკიდებულებების კვლევას მკურნალობის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის მეთოდის მიმართ. კვლევის მეთოდად გამოყენებულ იქნა შემთხვევის ანალიზი და ფოკუს ჯგუფები. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა დეპრესიის დიაგნოზის მქონე ორი პაციენტის შემთხვევა, მათთან ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და მათი შემთხვევების შესწავლის საფუძველზე; ასევე, ჩატარებულ იქნა ერთი ფოკუს ჯგუფი სერვისის გამცემი გუნდის ხუთივე წევრთან. შესაბამისად, კვლევის მონაწილეები იყვნენ პაციენტები, რომლებმაც გაიარეს დეპრესიის ტმს თერაპიის სრული კურსი 2024-2025 წლებში, და ხუთი ტმს თერაპევტი, აქედან - სამი ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი, ერთი კლინიკური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 96 ფსიქოლოგიის მაგისტრი და ერთი ფსიქიატრი, რომლებიც, როტაციის პრინციპის საფუძველზე, აქტიურად მონაწილეობდნენ მოცემული ორი პაციენტის მკურნალობის პროცესში. მონაცემთა შეგროვება: გამოკვლეულ იქნა ორივე პაციენტის ავადმყოფობის ისტორია კლინიკური ინტერვიუირებისა და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, და ასევე, ჩატარდა ჩაღრმავებული ინდივიდუალური ინტერვიუები 2025 წლის აპრილსა და მაისში; თერაპევტებთან ჩატარდა ფოკუს ჯგუფის დისკუსია 2025 წლის მარტში. კვლევის პროცესში გაკეთებულ იქნა როგორც ჩაღრმავებული ინტერვიუების, ასევე ფოკუს ჯგუფის აუდიო ჩანაწერი, და გაკეთდა ტრანსკრიპტები. ანალიზი: ჩატარებულ იქნა შემთხვევათა ანალიზი; ასევე, გაანალიზდა ჩაღრმავებული ინტერვიუებისა , გამოგვევლინა პაციენტთა და თერაპევტთა პერსპექტივა და დამოკიდებულებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურენტული ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით დაფუძნებულ ტმს მკურნალობის მეთოდის მიმართ — მკურნალობაში ჩართვისა და დარჩენის მოტივაცია, გამოცდილება, გამოწვევები/ბარიერები. მეთოდოლოგია. კვლევა ეფუძნება თვისებრივ მიდგომას და მასში გამოყენებულია ორი მეთოდი - შემთხვევის ანალიზი და ფოკუს ჯგუფი. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა ტმს სერვისის მიმღები ორი პაციენტის შემთხვევა, ვისაც მკურნალობა- რეზისტენტული დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა და ტმს მომსახურების სრული კურსი გაიარა, ფსიქოფარმაკოლოგიურ მკურნალობასთან კომბინაციაში; ამ მიზნით 1 TMS – Transcranial Magnetic Stimulation Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 86 მათთან ჩატარდა კლინიკური ინტერვიუები, ჩაღრმავებული ინტერვიუები და მოხდა მათი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. კვლევის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა ფოკუს ჯგუფი ხუთ თერაპევტთან, ვინც ტმს მკურნალობას აწვდიდა სერვისის პაციენტებს. შედეგები. პაციენტებში თვალსაჩინოა მკურნალობაში ჩართვის გულწრფელი მოტივაცია, რაც წლების მანძილზე ძირითადად უშედეგო და ხანგრძლივი მკურნალობის გამოცდილების შემდგომ ახალი “იმედის” გაჩენას უკავშირდება. მკურნალობაში ჩართვის ბარიერებს თავად დეპრესიული მდგომარეობის სიმპტომები განაპირობებს (უიმედობა, ენერგიის და მოტივაციის ღრმა დაქვეითება), თუმცა, ასევე, სახეზეა გარკვეული შფოთვა და სტიგმა ახალი მეთოდის მიმართ. თერაპევტების დამოკიდებულება ინოვაციური მკურნალობისადმი დასაწყისში იყო ამბივალენტური, რაც პაციენტთა ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, და ამ გაუმჯობესების შენარჩუნებასთან ერთად, შეიცვალა პროფესიული კმაყოფილებით, მეტი თავდაჯერებულობითა და მეთოდის მიმართ ნდობის ამაღლებით. დასკვნა. გარკვეული სირთულეების და ბარიერების მიუხედავად, მკურნალობის შესახებ სწორად მიწოდებული ინფორმაცია, გუნდის მხრიდან პროფესიული მხარდაჭერა (რაც გულისხმობდა მდგომარეობის მართვისადმი კომბინირებულ მიდგომას), და სერვისის ხელმისაწვდომობა ზრდის ტმს მკურნალობის მიღებისა და მიყოლის ალბათობასა და ეფექტურობას. მთავარი გამოწვევებია: მეთოდის გამოყენებაში სპეციალისტების განათლების დონე, ზუსტი და ნათელი ინფორმაცია მეთოდის შესახებ და ქართულ კონტექსტთან მორგებული მკურნალობის პროტოკოლების შექმნა. პაციენტთა მხრიდან მკურნალობის მიღების მოტივაცია და იმედი მკაფიოდ წარმოჩნდება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი. საკვანძოსიტყვები: ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია (ტმს), მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დამოკიდებულებები მკურნალობისადმი შესავალი ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობები შეზღუდული შესაძლებლობების გლობალურ მიზეზს წარმოადგენს. მათი გავრცელება, დაავადებათა გლობალური ტვირთის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება (Murray, 2022).	cache/gs-3907.pdf	txt/gs-3907.txt
