id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3909	Arjevanidze, Tatia	Psychological Aspects of Architectural and Artistic Solutions for Children's Medical Institutions	2025	6	.pdf	application/pdf	1363	26	56	განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პედიატრიული კლინიკები და განყოფილებები. ბავშვები მეტად მგრძნობიარე და ფაქიზები არიან, ისინი მძაფრად რეაგირებენ ახალ გარემოზე, შესაბამისად ინტერიერის მიზნობრივ საჭიროებებზე მორგება და ასაკობრივად გათვალისწინებული დეტალები დაგვეხმარება პაციენტის ნდობის მოპოვებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამოჯანმრთელების პროცესში. ბრიტანელი მკვლევარი, დიზაინის ფსიქოლოგი, პროფესორი ჰილარი დალკე და მისი კოლეგები 2006 წლის ნაშრომში აღნიშნავენ, რომ სწორად შერჩეული ფერთა პალიტრა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. კვლევის თანახმად, ბავშთა სამედიცინო დაწესებულებებში დიზაინისადმი სენსიტიური მიდგომა, მომავალში შედეგად დადებს სტრესის შემცირებას და თერაპიული პროცესის გაუმჯობესებას. პედიატრიული სივრცეების შექმნა მოითხოვს არქიტექტორისა და ფსიქოლოგის ინტეგრირებულ თანამშრომლობას, რათა ვუზრუნველყოთ პატარებისთვის ჰუმანური და თერაპიული გარემო. (Dalke H., Littlefair P. & Loe D., 2006) პროფესორი დალკეს ძირითადი კვლევები ეფუძვნება ინტერესს - როგორ მოქმედებს ფერი და განათება ადამიანებზე, განსაკუთრებით კლინიკებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სკოლებში. მისი ნაშრომებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ბავშთა სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი რამოდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: და ტკივილის მოლოდინიდან თამაშის პროცესზე. საპროცედურო ოთახებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ექიმისთვის იქნება კომფორტული სამუშაო გარემო, ხოლო პაციენტისთვის მშვიდი ატმოსფერო. სასურველია სივრცე იყოს ნეიტრალურ ფერებში და გაკეთდეს მხოლოდ ერთი, მიზანმიმართულად შერჩეული ვიზუალური აქცენტი (აპლიკაციის, სურათის ან ინსტალაციის სახით), რომელიც განთავსებული იქნება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 118 ოთახის კონკრეტულ კუთხეში და მოემსახურება ბავშვის ყურადღების მიზნობრივ გადატანას. პედიატრიულ პალატებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რადგან სწორედ აქ ატარებს პაციენტი ყველაზე დიდ დროს, ამიტომ არქიტექტურულმა მიდგომამ უნდა მოიცვას ფუნქციური კომფორტი და ემოციური სტაბილურობა. მიზანშეწონილია ფერთა დინამიკური გამოყენება, ნეიტრალურ ფონზე მსუბუქი აქცენტებით, მათ შორის განათების მეშვეობით. აუცილებელია ბუნებრივი განათების ინტეგრირება, ვიტრაჟები, დიდი ფანჯრები, მაქსიმალური რაოდენობის ღიობები, რაც უზრუნველყოფს მზის სხივების ოთახში მოხვედრას და ხელს უწყობს ბავშვის ცირკადული რიტმის, განწყობის რეგულაციას. პედიატრიული კლინიკების დაგეგმარებისას ყურადღება უნდა მიექცეს საერთო სათამაშო ზონებს, რომელიც ფუნქციურად სცდება ინდივიდუალურ თერაპიას და ემსახურება ბავშვის სოციალურ და ემოციურ რეაბილიტაციას. ეს სივრცეები ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციის საჭიროება და შეუძლიათ თანატოლებთან ურთიერთობა, მათთან თამაში, შემოქმედებითი აქტივობა. დასკვნა პედიატრიული კლინიკების დიზაინი, გაცილებით მეტია, ვიდრე ფუნქციური დაგეგმარება - ეს არის ემოციური არქიტექტურა, რომელიც უშუალო კავშირშია ბავშვის შიშებთან, საჭიროებებსა და გამოჯანმრთელების პროცესთან. ფსიქოლოგებთან ჩატარებული ინტერვიუები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფერს, განათებას, სივრცის სტრუქტურასა და დეკორატიულ ელემენტებს შეუძლიათ შეცვალონ ბავშვის აღქმა კლინიკაზე.	cache/gs-3909.pdf	txt/gs-3909.txt
