id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-3930	Kereselidze, Maia; Natidze, Merab; Uridia, Rusudani; Chulukhadze, Ana	Characteristics, Antibiotic and Phage Susceptibility of Staphylococci Causing Mastitis	2025	10	.pdf	application/pdf	1969	125	88	ფაგიო 100,0 – დასკვნები 1. მასტიტით დაავადებული რძიდან გამოყოფილი სტაფილოკოკები (St. aureus და St. epidermidis) მორფოლოგიური, კულტურალური და ბიოქიმიური ნიშან- თვისებებით ტიპური პათოგენებია. 2. შესწავლილი სტაფილოკოკებისა ანტიბიოტიკორეზისტენტობის მაჩვენებელი 7,7-38,5%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო სეპტაფაგების მიმართ მდგრადობა 7,7%. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, შექმნილმა ვითარებამ განაპირობა ანტიბიოტიკების გამოყენების რეგულაციების შემოღება ახალი თაობის ანტიბიოტიკების ძიება და ალტერნატიული საშუალების შემუშავება. ახალი თაობის ანტიბიოტიკებიდან ყურადღებას იპყრობს დიაზოლინური პრეპარატი ლუგდუნინი, თეისობაქტინი, ანტიბიოტიკებისა და ალკილრეზორ- ცინების კომბინაცია, აგრეთვე ანტიბიოტიკებზე ანტისეპტიკური ვერცხლის დამატება. ალტერნატიული საშუალებებიდან ძირითადი აქცენტი გადატანილია ბაქტერიულ ვირუსებზე – ბაქტერიოფაგებზე, რომლებიც ანტიბიოტიკებთან შედარებით მოკლებულია გვერდით მოვლენებს და რომლის მიმართაც ბაქტერიებს არ ახასიათებს რეზისტენტობის გამომუშავების თვისება. ვეტერინარიაში ბაქტერიოფაგის ფართოდ გამოყენების შესაძლებლობის დამადასტურებელია გასულ საუკუნეში პულოროზის, სალმონელოზის და ეშერიხიოზის სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათი წარმატებით გამოყენება და თანამედროვე პერიოდში შესრულებული ნაშრომების ანალიზი [1,4]. ბაქტერიოული ეტიოლოგიის ინფექციური დაავადებების რაციონალური მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს ბაქტერიული ინფექციური აგენტის გამოყოფას, სამკურნალო პრეპარატის მიმართ მგრძნო- ბელობის დადგენას და შედეგებიდან გამომდინარე, მაღალი სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალების შერჩევას. თემის მიზანი. ნაშრომი ითვალისწინებს ფურების რძიდან მასტიტის გამომწვევი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 278 სტაფილოკოკების გამოყოფას და შესწავლას, პათოგენის ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობის დადგენას, რაც საფუძვლად დაედება რაციონალური მკურნალობისათვის ფაგური პრეპარატის ფართოდ გამოყენებას და ეფექტური პრეპარატების შემუშავებას. კვლევის ობიექტი და მეთოდები. დასახული მიზნის შესასრულებლად გამოკ- ვლევებს დავუქვემდებარეთ მასტიტით დაავადებული სტაფილოკოკების 13 საველე შტამი (მათ შორის 8 St. aureus და 5 St. epidermidis შტამი).	cache/gs-3930.pdf	txt/gs-3930.txt
