id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-4011	Bukia, Ttsitsino	Media Migration of British Culture to Georgia 	2025	11	.pdf	application/pdf	2684	84	77	ნაშრომი „Youth and Rock in the Soviet Bloc: Youth Cultures, Music, and the State in Russia and Eastern Europe“ მოგვითხრობს, თუ როგორ შეეცადა საბჭოთა ხელისუფლება დასავლური მუსიკის მიმართ მოთხოვნა „სოციალისტური პოპმუსიკის“ შექმნით ჩანაცვლებინა. ავტორი ასკვნის, რომ ამ მიდგომამ ახალგაზრდებში პროტესტის სულისკვეთება უფრო გააძლიერა, რაც დროთა განმავლობაში ნაციონალისტური მოძრაობების ზრდითა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დაგვირგვინდა. (Risch, 2015) კვლევის მეთოდები კვლევის მეთოდოლოგია ემყარება დოკუმენტების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს (კონტენტ-ანალიზი). აღნიშნული მეთოდების შერჩევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „საველე სამუშაოების“ წარმოების შეუძლებლობა მოითხოვდა საკვლევი პრობლემის სიღრმისეულ შესწავლას არსებულ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით. განხილვა „ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირის მიერ დასავლეთიდან მომავალი საინფორმაციო ნაკადის, მათ შორის, კულტურის მედიური მიგრაციის აღსაკვეთად გატარებული ღონისძიებები, პირველ რიგში, რადიოსიხშირეების ჩახშობას ითვალისწინებდა. ამის დამადასტურებელი ოფიციალური წყაროები საკმაოდ მწირადაა ხელმისაწვდომი, რადგანაც ინფორმაცია სრულიად გასაიდუმლოებული იყო. კვლევისას მოძიებულია საერთაშორისო კომუნიკაციების სააგენტოს დირექტორის (რაინჰარდტის) მემორანდუმი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის ბჟეზინსკისადმი, რომელიც ეხება 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ დასავლური რადიოსადგურების მაუწყებლობის სრულ ბლოკირებას. ჩანს, რომ ახშობდნენ ქართულ, სომხურ და უკრაინულ სადგურებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 448 ამ მიზნით გამოიყენებოდა ორი ძირითადი მეთოდი: „ხმაურით ჩახშობა“, ანუ სამიზნე სიხშირის უწყვეტი ხმაურით დაფარვა და „შუქურის მეთოდი“ – სიხშირეზე საბჭოთა გადაცემის დადება. ამისთვის მობილიზებული იყო მძლავრი სტაციონარული და მობილური სამხედრო გადამცემები. საპასუხოდ, „ამერიკის ხმა“ იყენებდა მაღალი სიმძლავრის სიგნალს, „გაჯერებულ მაუწყებლობას“ (ერთი გადაცემის ბევრ სიხშირეზე ერთდროულად გაშვება) და ტრანსლაციას სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილიდან. ეს მუდმივი „ტექნოლოგიური ომი“, რომელიც 1948 წელს დაიწყო და შეჩერება-განახლების რთული ციკლით (1963, 1968, 1973, 1980) ხასიათდებოდა, ისეთი დაპირისპირება იყო, სადაც ვერცერთი მხარე სრულ უპირატესობას ვერ აღწევდა. (Reinhardt, 1980)	cache/gs-4011.pdf	txt/gs-4011.txt
