id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-4012	Kochadze, Dimitri; Latchkepiani, Elguja; Makharashvili, Robert; Dolidze, Nika; Asanidze, Nino	Medicinal Geophytes as Natural Antimicrobial Agents – An Ethnobotanical Review on the Example of Georgia	2025	14	.pdf	application/pdf	3406	103	58	წყაროებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში მოძიებული მონაცემების სინთეზმა ცხადყო, რომ საქართველოს ფლორის რამდენიმე მნიშვნელოვანი გეოფიტური წარმომადგენელი კულტურულ და ბიოლოგიურ დონეზე განიხილება როგორც პოტენციური ანტიმიკრობული აგენტები, თუმცა მტკიცებულებების ხარისხი და მოცულობა სახეობების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ტრადიციული ცოდნა, რომელიც ასახულია „თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტებში“, აღწერს მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას, სადაც აღნიშნული მცენარეები გამოიყენებოდა რესპირატორული, კუჭ-ნაწლავის, ანთებითი და ზოგჯერ კანის დაავადებების დროს, როგორც ინფუზიების, მალამოების ან ნედლი ნარევების სახით. ამავე დროს, საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემები გვიჩვენებს მცენარეთა ქიმიურ კომპოზიციას, ბიოაქტიურ ნაერთებსა და ზოგიერთ შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურებულ ანტიმიკრობულ ეფექტს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 460 საერთაშორისო ლიტერატურა Galanthus გვარის შესახებ, რომელშიც შედის G. woronowii, G. caucasicus და G. lagodechianus, ძირითადად კონცენტრირებულია ალკალოიდების, განსაკუთრებით გალანტამინის, ნეიროფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე, მაშინ როდესაც ანტიმიკრობული კვლევები გაცილებით იშვიათია. G. woronowii-ს შემთხვევაში ტრადიციული ქართული გამოყენება მოიცავს რესპირატორული დაავადებების, ანთებითი პროცესებისა და ზოგადი გაძლიერების მიზნით ბოლქვების დეკოკციებსა და ნაყენებს, რაც ირიბად მიუთითებს ინფექციური კომპონენტის კონტროლზე, თუმცა პირდაპირი მტკიცებულება ანტიმიკრობულ აქტივობაზე საერთაშორისო დონეზე დოკუმენტირებული არ არის. იგივე შეიძლება ითქვას G. lagodechianus-ზეც, რომლის ეთნობოტანიკური გამოყენება გარკვეულწილად ემთხვევა ინფექციების დროს გამოყენების პრაქტიკას, მაგრამ რომლის შემთხვევაში თანამედროვე მიკრობიოლოგიური ტესტირების მონაცემები საერთოდ არ მოიპოვება. განსხვავებული სურათი გვხვდება G. caucasicus-თან მიმართებაში: მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ამ სახეობაზე ინ ვიტრო ტესტები იშვიათია, მისი ახლო ნათესავის (G. transcaucasicus) ორივე მცენარე მრავალწლიანი ტრადიციული გამოყენების ისტორიით ხასიათდება, რომელიც გამოიყენებოდა ინფექციური და ანთებითი დაავადებების საკმურნალოდ. თანამედროვე მიკრობიოლოგიური კვლევები ადასტურებს მათ აქტივობას ფართო სპექტრის პათოგენების მიმართ, მათ შორის Staphylococcus aureus, Escherichia coli და Candida albicans.	cache/gs-4012.pdf	txt/gs-4012.txt
