id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-4247	Goroshidze, Giorgi	Psychoanalysis of Corruption: (Education System)	2025	22	.pdf	application/pdf	6040	125	65	ცხოველები ამ წესს ინსტინქტურად მიჰყვებიან ზომიერების დაცვით, ხოლო ადამიანები მათი ტვინის მეტი განვითარებულობისა და მათი ქცევების ალტერნატივათა განუზომლად მეტი რაოდენობის გამო, ზომიერების დაცვას ხშირად ვერ ახერხებენ და დესტრუქციული პროცესებისკენ იხრებიან გაუმართლებლად მეტი სარგებლის მიღების მცდელობათა თვალსაზრისით. ამას თუ დავუმატებთ უაღრესად გამოჩენილი და ფართოდ აღიარებული მეცნიერების უილიამ ჯემსის და ზიგმუნდ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 203 ფროიდის საყოველთოდ ცნობილ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ადამიანთა აქტივობებს დიდწილად განსაზღვრავენ მათი ემოციები და ინსტინქტები, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულ ხასიათს ღებულობს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ის, რომ საზოგადოებაში ფართოდ შემოღებულიყო სოციალური ურთიერთობების წესები და კანონმდებლობა, რომლებსაც გარკვეული სახის აქტივობათა შემზღუდავი ფუნქციები დაეკისრათ. ასეთი შემზღუდავი სამართლებრივი მექანიზმების არსებობა უკიდურესად აუცილებელია ადამიანთა ეფექტიანი სოციალური კოორდინაციის მისაღწევად, რომელიც შესაძლებელს ხდის საზოგადოებისა და ქვეყნის შეუფერხებელ განვითარებას პირობები. ზემოთ მოყვანილი მსჯელობებიდან და კორუფციული შედეგების გამომწვევი ფსიქიკური მიზეზების დახასიათებიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 218 სისტემაში კორუფციის შემცირების ამოცანას შეიძლება გამოეძებნოს დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა, ვინაიდან კორუფციის ფსიქოლოგიურ მიზეზებთან მუშაობა გაცილებით უფრო ადვილია და ეფექტიანია, ვიდრე მუშაობა აღნიშნული მიზეზებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებთან. პროცესის დასაწყისშივე ხარვეზოვანი მიზეზის შესწორება უფრო ადვილია და უფრო რეალისტურია, ვიდრე მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგის გამოსწორება. ქმედების მიზეზის შეუსწორებლად ყოველთვის საქმე გვექნება იგივე ნეგატიური შედეგის დადგომასთან და ეს მარტივი ჭეშმარიტება	cache/gs-4247.pdf	txt/gs-4247.txt
