id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-4248	Imerlishvili, Nino; Bokhua, Zaza; Burkadze, Giorgi; Kepuladze, Shota	Features of Melatonin Receptor Expression in Epithelial Ovarian Tumors	2025	21	.pdf	application/pdf	5252	249	81	გარდა მემბრანული რეცეპტორებისა, მელატონინი ურთიერთქმედებს ბირთვულ რეცეპტორებთან, ROR/RZR-თან, რომლებიც მოქმედებენ ტრანსკრიფციის ფაქტორების მსგავსად და არეგულირებენ მრავალ გენეტიკურად განპირობებულ პროცესებს, მათ შორის იმუნურ და მეტაბოლურ პასუხებს. ერ ორმაგი რეგულაციის მექანიზმი, მემბრანული და ბირთვული, სწორედ ის საფუძველია, რის გამოც მელატონინი ითვლება მრავალფუნქციურ ბიორეგულატორად, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს როგორც ენდოკრინული, ისე პარაკრინული გზით .(9) საინტერესოა, რომ მელატონინის და სქესობრივი ჰორმონების ურთიერთობა ორმხრივია: ესტროგენები ამცირებენ MT1/MT2 რეცეპტორების ექსპრესიას, ხოლო მელატონინი თავის მხრივ თრგუნავს არომატაზის აქტივობას და ამცირებს ესტროგენული სტიმულაციის გავლენას სამიზნე ქსოვილებზე. ეს ურთიერთმიმართება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰორმონ-დამოკიდებულ სიმსივნეებში: ძუძუს, ენდომეტრიუმის და საკვერცხის კიბოებში, სადაც ენდოკრინული ბალანსის დარღვევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პათოგენეზში. (10) ბოლო წლებში მელატონინი განიხილება როგორც პოტენციური ონკოსტატიკური აგენტი არა მხოლოდ პროლიფერაციის დათრგუნვის, არამედ აპოპტოზის სტიმულაციის, ანგიოგენეზისა და მეტაბოლური პროცესების მოდულაციის გზით. მისი მოქმედება აღწერილია მრავალ მოდელზე: in vitro საკვერცხის კიბოს უჯრედულ ხაზებზე (SKOV-3, OVCAR-3, PA-1) და in vivo ცხოველურ მოდელებში, სადაც ნაჩვენებია სიმსივნის ზომისა და ვასკულარიზაციის შემცირება. თუმცა, ამ შედეგების მიუხედავად, მელატონინის ზუსტი მოლეკულური სამიზნეები საკვერცხის ეპითელურ სიმსივნეებში ჯერაც ბუნდოვანია. ზოგიერთი ავტორი მიუთითებს, რომ MT1/MT2 რეცეპტორების ექსპრესია მნიშვნელოვნად ქვეითდება მაღალი ხარისხის სეროზულ კარცინომებში, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სიმსივნური უჯრედების დიფერენციაციის დაკარგვასთან და ცირკადული კონტროლის მოშლასთან. სხვა კვლევებში კი ნაჩვენებია, რომ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 4, 2025 184 მელატონინით მკურნალობისას MT1 რეცეპტორების დონე იზრდება, რაც თეორიულად შეიძლება ასახავდეს ჰორმონის კომპენსატორულ ეფექტს.(11,12) მიუხედავად ამისა, ამ მექანიზმების დიდი ნაწილი დადასტურებულია მხოლოდ ექსპერიმენტულ გარემოებებში, ხოლო კლინიკურ ნიმუშებზე არსებული მონაცემები ხასიათდება ფრაგმენტულობითა და მცირე რაოდენობით. სწორედ ეს ხარვეზი ქმნის საჭიროებას ახალი იმუნოჰისტოქიმიური კვლევებისათვის, რომლებიც მიზნად დაისახავენ მელატონინის რეცეპტორების ექსპრესიის კორელაციას პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ჰორმონულ მარკერებთან. ამრიგად, მელატონინი უნდა ჩაითვალოს როგორც პოტენციური მოდულატორი საკვერცხის კიბოს ბიოლოგიაში, რომლის ზუსტი მოქმედების გზები და კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ მოითხოვს ღრმა, მრავალსაფეხურიან შესწავლას.(13,14) საკვერცხის ეპითელური სიმსივნეები წარმოადგენს პათოლოგიურად და მოლეკულურად ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომლის განვითარება დაკავშირებულია როგორც გენეტიკურ მუტაციებთან (TP53, BRCA1/2, KRAS, BRAF), ისე ენდოკრინულ და ეპიგენეტიკურ მექანიზმებთან. მიუხედავად მოლეკულური ონკოლოგიის პროგრესისა, კვლავაც ბუნდოვანია ის ბიოლოგიური ბალანსი, რომელიც ნორმალური ეპითელური უჯრედის გარდაქმნას კარცინომულ ფენოტიპად განაპირობებს. ამ კონტექსტში, მელატონინის სისტემას შეიძლება ჰქონდეს რეპრესორული, ანუ კანცეროგენეზის დამთრგუნველი ფუნქცია, რომლის დარღვევაც ხელს უწყობს სიმსივნის ინიცირებას და პროგრესს.(14) მელატონინის რეცეპტორების გავლენა საკვერცხის სიმსივნურ უჯრედებზე მჭიდროდ უკავშირდება მის ანტიანგიოგენურ და იმუნომოდულაციურ მოქმედებას. ცნობილია, რომ MT1-ის გააქტიურება თრგუნავს VEGF-ის, TGF-β1-ისა და HIF-1α-ს ექსპრესიას , იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვთა ნეოგენეზს და სიმსივნის ზრდას. ამასთანავე, მელატონინი ასუსტებს Toll-like რეცეპტორების (განსაკუთრებით TLR4) მიერ გამოწვეულ ანთებით რეაქციას, რაც შესაძლოა ამცირებდეს ქიმიორეზისტენტობას და აუმჯობესებდეს თერაპიულ პასუხს.(17)	cache/gs-4248.pdf	txt/gs-4248.txt
