id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-4282	Shavlakadze, Mariam	The Main Trends, Goals and Objectives of the Formation and Reform of Georgian Law on Entrepreneurs	2025	43	.pdf	application/pdf	11573	242	66	სტანდარტული წესდება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტულ დოკუმენტს, რომელიც საერთოა შესაბამისი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებებისთვის. სტანდარტული წესდების გამოყენება არ არის სავალდებულო საზოგადოებისთვის. დამფუძნებელ პარტნიორებს შეუძლიათ უარი თქვან მის გამოყენებაზე და თავად შეადგინონ წესდება. თუ პარტნიორები არ შეიმუშავებენ წესდებას, სტანდარტული წესდება მიიჩნევა სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად.98 ახალი კანონით დადგინდა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით.99 მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს წარდგენილი მონაცემებისა და დოკუმენტების შინაარსის სიმცდარისა და მათი შექმნის პროცედურების დარღვევისთვის. ამ უკანასკნელზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნაზე უფლებამოსილ ორგანოს.100 ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს ფუნქცია და ვალდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალ კანონში გათვალისწინებული იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC და 77/91/EEC დირექტივები. აღნიშნული დირექტივები ეხება საზოგადოების ინფორმაციის გამჟღავნების, გასაჯაროების საკითხებს. ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/101/EC დირექტივის მე-2 თავი მთლიანად ინფორმაციის გამჟღავნების საკითხებს ეთმობა. იგი ვრცელდება ყველა ტიპის კორპორაციაზე - როგორც საფონდო ბირჟაზე გამსვლელ კორპორაციებზე, ასევე მხოლოდ კერძო მიზნით შექმნილ საზოგადოებებზე.101 ამ დირექტივის ტექსტში განსაკურებით არის გამოკვეთილი მესამე პირთა ინტერესების დაცვის მიზნები. ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები დიდწილად აღნიშნული მიზნების მიღწევას ემსახურება. დირექტივის მე-2 მუხლი აკეთებს სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი დოკუმენტებისა და მონაცემების ჩამონათვალს, რომელსაც მეტწილად შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი. თუმცა, ამ ჩამონათვალთან ძირითადად შესაბამისობაში იყო კანონის ძველი რედაქციაც და, შესაბამისად, ამ მხრივ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება არ მომხდარა. დირექტივა ადგენს აღნიშნული, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი, დოკუმენტებისა და მონაცემების ელექტრონული საშუალებით ხელმი- 98 იქვე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი. 99 იქვე, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი. 100 იქვე. 101 ბაქაქური/გელტერი/ცერცვაძე (რედ.)/ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, § 3, გვ 53. N 4, 2025 268 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 4, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.04.15 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ფორმირებისა და რეფორმის ძირითადი ტენდენციები, მიზნები და ამოცანები მარიამ შავლაყაძე სამართლის მაგისტრი, კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია აბსტრაქტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავმოპოვების შემდეგ შეიქმნა. საბჭოთა სოციალისტური წყობა სამეწარმეო სამართლის განვითარების შესაძლებლობას არ იძლეოდა. შესაბამისად, საქართველოს სამეწარმეო ურთიერთობების საკანონმდებლო რეგლამენტირების მწირი გამოცდილება გააჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ცვალებადი პოლიტიკურ-	cache/gs-4282.pdf	txt/gs-4282.txt
