id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-486	Tamar Charkviani	SELF-GOVERNMENT IN TERMS OF GENDER: THE ROLE AND NEEDS OF WOMEN IN LOCAL POLITICS (EMPIRICAL SOCIOLOGICAL RESEARCH)	2021	26	.pdf	application/pdf	5465	115	67	თუ არა მამაკაცებსა და ქალებს თვითრეალიზაციის თანაბარი საშუალებები საქართველოში, კორელირებს ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის საკითხთან, რადგან რესპონდენტების 47%-ის აზრით, მამაკაცებსა და ქალებს სოციოლოგიური კვლევის მეთოდები და ინსრტრუმენტები სოციოლოგიური კვლევა დაეყრდნო თვისებრივი და რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდებს. თვისებრივი კვლევის მეთოდები. მოხდა მოცემული კვლევისათვის ადეკვატური მეთოდების შერჩევა - კვლევა დაეყრდნო სიღრმისეული ინტერვიუების და დოკუმენტების ანალიზის მეთოდებს: სიღრმისეული ინტერვიუები - ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით, არასტრუქტურიზებული სოციოლოგიური კვლევის კითხვარით, რაც გულისხმობს საუბარს კითხვების მკაცრი დეტალიზაციის გარეშე, მაგრამ ერთიანი გეგმის მიხედვით. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 91 სიღრმისეული ინტერვიუ არის პირისპირ საუბარი რესპონდენტთან (face to face interview), რომელიც ტარდება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. დოკუმენტების ანალიზის მეთოდის გამოყენებით მოხდა თვითმმართველობის სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი. კერძოდ, გამოვითხოვეთ სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა სამსახურების დებულებები და თანამშრომლების შრომით აღწერილობები (სამოქმედო გეგმა, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების სამუშაო აღწერილობები და ა.შ.).	cache/gs-486.pdf	txt/gs-486.txt
