id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-487	Gelashvili, Helen ; Avtandil Tukvadze ; Akaki Abzianidze	LEADERSHIP THEORIES AND POST SOVIET AUTHORITARIAN LEADERS	2021	22	.pdf	application/pdf	7418	154	60	საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ ლიდერებზე იყო მოთხოვნილება, ასევე, პოლიტიკური რეჟიმების მრავალფეროვნებაც განაპირობებს ლიდერების ტიპების სიმრავლეს; ამას ემატება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ინტერესი, განსხვავებული თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები, რომლებიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ერთიანი განსაზღვრების ჩამოყალიბებას, რომელიც მეტ–ნაკლებად მისაღები იქნება ყველა ეპოქასა და დროში. ლიდერობის დამახასიათებელი ნიშნებიდან მკვლევარების უმრავლესობა მიუთითებს გავლენის უნარზე, ლიდერს აქვს უნარი ადამიანებზე გავლენის მოხდენის, რომელიც გულისხმობს მათ იდეოლოგიურ, ფასეულობით, ღირებულებით, კულტურულ და სხვა ორიენტაციებზე ზემოქმედებას; ლიდერს უნარი აქვს ადამიანებს გააკეთებინოს ის, რასაც ისინი დამოუკიდებლად არასოდეს გააკეთებდნენ; ლიდერობა პროცესია, პოლიტიკოსია ქმედებაში, რომელსაც გააჩნია ხალხისათვის გასაგები პროგრამა და ხელისუფლებრივი იერარქიის სათავეში დგომით (ფორმალური საერთო ეროვნული ლიდერი), დარწმუნებითა და ხელისუფლებრივი ლეგიტიმური ბერკეტების გამოყენებით საზოგადოებას წარმართავს დასახული ამოცანებისა და იდეალების შესასრულებლად. ლიდერობა და ძალაუფლება იდენტური ცნებებია: წარმოადგენდა. 2 პოსტსაბჭოთა ავტორიტარი ლიდერები: ვ. პუტინი და მიხეილ სააკაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში, ბალტიისპირეთის გამოკლებით, სუსტი და მყიფეა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაბალია სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონე, დომინანტურია ქვეშევრდომის პოლიტიკური კულტურა, დიდია სახელმწიფოს მოიმედოობის ისტორიული ტრადიცია და დიდია მოთხოვნილება ქვეყნის მხსნელ ლიდერზე, რაც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ავტორიტარული რეჟიმების დამკვიდრებას. ამის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა ვ. პუტინის, ა. ლუკაშენკოს, ნ. ნაზარბაევის, ი. ალიევის, მ. სააკაშვილის და სხვა ლიდერების მოღვაწეობა; სუპერ საპრეზიდენტო მმართველობის კონტექსტში ჯდება დასახელებული ლიდერების მმართველობა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სააკაშვილმა, ცალსახა დასავლური ორიენტაციის ჩარჩოში, ვერ გაიხანგრძლივა მმართველობა პრემიერ მინისტრის რანგში და ამ მხრივ საქართველოს სინამდვილეში არ დარღვეულა კონსტიტუციური ნორმა საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებით; სამაგიეროდ სააკაშვილი ერთად–ერთი ლიდერია, რომელმაც დასავლური კურსისა და ღირებულებების დეკლარირების პირობებში შეძლო ქვეყანაში დამკვიდრებული რეპრესიული რეჟიმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დემოკრატიად გაესაღებინა პარტნიორების თვალში; ყოველივე სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა თავდაპირველად გატარებული წარმატებული რეფორმების ხარჯზე, სტრატეგიულ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტების, დასავლური განათლების მქონე ახალგაზრდა პოლიტიკური ელიტის, ამოუწურავი ენერგიის ხარჯზე, რომელიც მისი ქარიზმის ერთ–ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო; ევრაზიულ ორბიტაში მყოფ ქვეყნებში, ბელარუსში, შუა აზიის რესპუბლიკებში ავტორიტარი ლიდერების ხელისუფლებრივი პოზიციები ბუნებრივი მოვლენაა, რუსეთს უადვილდება ერთმმართველებთან ურთიერთობა და ყოველმხრივ ცდილობს რეპრესიულ რეჟიმებს დაუჭიროს მხარი, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მსოფლიო არენაზე (სირია, ვენესუელა, და სხვა).	cache/gs-487.pdf	txt/gs-487.txt
