id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-621	Ebralidze, Lela	Sea as a Multi-Meaning Symbol in Edgar Poe’s Poetry	2021	11	.pdf	application/pdf	3001	62	59	https://journals.4science.ge/index.php/GS/index 19 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 3 Issue 4, 2021 https://doi.org/10.52340/gs.2021.11.03 ზღვა როგორც მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლო ედგარ პოს პოეზიაში ლელა ებრალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი https://orcid.org/0000-0003-0802-4085 აბსტრაქტი წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ზღვის სიმბოლური მნიშვნელობის განსაზღვრას ედგარ პოს პოეზიაში. მიმოხილულია ზოგადად სიმბოლიზმისა და სიმბოლოს რაობა, ედგარ პოს წვლილი სიმბოლიზმის როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის განვითარებაში და მის პოეზიაში მოხმობილი სხვადასხვა სიმბოლოები. მათგან ზღვა შერჩეულია როგორც ნაკლებად შესწავლილი და განსაკუთრებით საინტერესო მისი მრავალმნიშვნელოვნების გამო. აღნიშნული სიმბოლო განხილულია მასთან ტრადიციულად დაკავშირებული ასოციაციების, მისი ბიბლიაში, მითოლოგიასა და სხვადასხვა ეპოქათა ლიტერატურაში გამოყენების გათვალისწინებით. სტატიაში გაანალიზებულია ედგარ პოს რამდენიმე ლექსი, რომლებშიც ზღვა სულ სხვადასხვა მნიშვნელობათა მატარებლად წარმოგვიდგება. წარმოჩენილია, რომ პოს შემოქმედებაში, სადაც დიდწილად ასახულია მისი ცხოვრებისეული ტრაგედიები, უხვად არის გამოყენებული პოეტის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი სიმბოლოები და ერთ-ერთი ასეთი სიმბოლოა ზღვა, რომელიც სხვადასხვა ლექსებში ლირიკული გმირის ერთმანეთისაგან განსხვავებულ, ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპირო განცდებს გამოხატავს და მრავალ სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს განაპირობებს ამ სტატიაში მის კვლევის ობიექტად არჩევას. საკვანძო სიტყვები: სიმბოლიზმი, სიმბოლო, ზღვა, პოეზია, მრავალმნიშვნელოვნება https://orcid.org/0000-0003-0802-4085 https://journals.4science.ge/index.php/GS/index 20 შესავალი მხატვრულ სახე-სიმბოლოებზე და ზოგადად, სიმბოლიზმზე საუბრისას, გვერდს ვერავინ აუვლის ამერიკელ რომანტიკოს პოეტს ედგარ ალან პოს, რომელიც ფრანგმა სიმბოლისტებმა თავიანთ წინამორბედად, მენტორად მიიჩნიეს და საკულტო ფიგურად აქციეს, მათი შემოქმედება ხომ დიდწილად პოსეული ტროპებითა და პერსონაჟებით იყო ნასაზრდოები. სიმბოლისტებს ედგარ პოსთან ბევრი საერთო თვისება ანათესავებდა, ისინი იზიარებდნენ მის ინდივიდუალიზმს, სინამდვილის უარყოფას და იდეალური სამყაროს შექმნისაკენ სწრაფვას, მისტიციზმს, პესიმიზმს, სიკვდილის ესთეტიზაციას, აპოლიტიზმსა და ფორმალიზმს. ისინი, დიდი ამერიკელი თანამოძმის მსგავსად, პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ მისდევდნენ, არ ცნობდნენ რა ხელოვნების დიდაქტიკურ დანიშნულებას და ყველაზე დიდ მნიშვნელობას გამოხატვის ფორმას, პოეტური ნაწარმოების მუსიკალობასა და სიმსუბუქეს, სიტყვებისა და ბგერების თამაშს ანიჭებდნენ. სიმბოლიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საგნები ამ ფრაზაში ერთმანეთთან შერწყმულია ორი სიმბოლო - სამეფო როგორც ადამიანთა ძალაუფლების აღმნიშვნელი და ზღვა, როგორც ბუნების https://journals.4science.ge/index.php/GS/index 24 ძალის გამოხატულება, და ორივე ერთად ახალგაზრდების სიყვარულს უპირისპირდება. ლექსის მეხუთე სტროფში სიტყვა „ზღვა“ პირველად გვხვდება ახალ კონტექსტში - პოეტი ამბობს,	cache/gs-621.pdf	txt/gs-621.txt
