id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-687	Soziashvili, Irakli	For the dating of early medievel ceramic, founded in ujarma castle	2021	13	.pdf	application/pdf	3587	134	89	როგორც აღვნიშნეთ მოპოვებული მასალის კატალოგი გამოქვეყნებულია, თუმცა მასალა არ არის დაყოფილი ფენების მიხედვით, როგორც ჩანს დაზიანებების გამო არც მოხერხდა ადრე შუა საუკუნეების ფენის დამაჯერებლად გამოყოფა, ამიტომ ინვენტარის საერთო მასიდან ჩვენთვის საინტერესო პერიოდის მასალის გამოყოფა მხოლოდ მორფოლოგიური ნიშნების, ზედაპირის დამუშავების და გამოწვის თავისებურების მიხედვით გვიხდებოდა. არჩეული მასალის პარალელების მოძებნას ვცდილობდი ურბნისის, თბილისის, რუსთავის და სხვა ადრეფეოდალური ხანის დამაჯერებლად დათარიღებულ მასალებში. გ. ლომთათიძის მიხედვით მასალა რომელსაც ადრე შუა საუკუნეების იერი ქონდა ამოდიოდა ზედა ციხის, სასახლის ქვედა სართულიდან, ქვედაციხის N1 და N5 გოდოლიდან და საყდრის უბნის ნ. ლომოურის შენობიდან. გარეგნული იერსახის მიხედვით ამოვარჩიეთ შემდეგი მასალა: (აღწერილობა აღებულია ნაშრომიდან არქეოლოგიური კვლევა ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში ლომთათიძე გ. თბილისი 1989. ) 2-57-54 ძვ. N. 51 ხელადა, მოვარდისფრო კეცით, აკლია პირი-ტუჩი და ყურის ნაწილი, აქვს ცილინდრული ყელი, სფერული მუცელი და ბრტყელი ძირი, ბრტყელ ღეროიანი ყური მიძერწილია მუცელზე და ყელზე. მხარი და მუცლის უდიდესი დიამეტრი შემკული აქვს წრიული ნაჭდევებით. თიხა სილანარევია მკვრივია და გამომწვარია სრულად, სიმაღლე -21 სმ, ძირის დმ. - 10,7 სმ. და საერთაშორისო ვაჭრობაში. საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია, კერამიკა, უჯარმა, ადრე შუა საუკუნეები https://journals.4science.ge/index.php/GS/index 31 უჯარმის ციხე-ქალაქი მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სიმაგრე მდებარეობს გომბორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფლებს უჯარმასა და პალდოს შორის, კლდოვანი ქედის თხემსა და ფერდობზე. უჯარმის ციხე-ქალაქი (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მხოლოდ ციხეა აღმოჩენილი, ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უჯარმა მაინც ციხე- ქალაქის სახელით მოიხსენიება, ამიტომ ჩვენც ასე ვიხსენიებთ) შედგება ორი ნაწილისაგან: ზედა ციხისაგან რომელიც განლაგებულია გორაკის თხემზე და ქვედა ციხისაგან, რომელიც მდებარეობს ამავე გორაკის ფერდობზე. უჯარმის ციხე-ქალაქს, მიუხედავად იმისა, რომ რთულ რელიეფზეა განლაგებული, მაინც გეომეტრიული მოყვანილობა აქვს. განსაკუთრებით ქვედა ციხეს, რომელსაც გვიანდელი გადაკეთების კვალი არ ეტყობა. ქვედა ციხე მართკუთხა მოყვანილობისაა, შედგება სასიმაგრო კედლისა და კედელში დატანებული საბრძოლო კოშკებისაგან, სულ 9 კოშკია. კედლები აგებულია ოთხკუთხედი, თანაბარი ზომის ქვებისაგან, ჰორიზონტალური რიგების დაცვით. ქვების შემაკავშირებლად ნახმარია კირხსნარი, რომელშიც საკმაოდ დიდი რაოდენობით კენჭებია შერეული. არქიტექტურული დეტალების და ისტორიული წყაროების მიხედვით უჯარმის ციხე-ქალაქი ახ.წ აღ. V საუკუნით თარიღდება [ციციშვილი. 1982, 15-17] და პარალელები ეძებნება რეგიონის სასანური პერიოდის ძეგლებს შორის [ამირანაშვილი. 1944, გვ 154-156.] უჯარმის დაარსებას ლეონტი მროვლი მეფე ასფარუგს მიაწერს	cache/gs-687.pdf	txt/gs-687.txt
