id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-710	Kubetsia, Mzia; Kuchava, Mariam	Hydroelectric power resources potential regulation of Western Georgia	2022	10	.pdf	application/pdf	1929	44	64	და რიონი, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზის მდინარეები უხვწყლიანობით, მაღალი ვარდნით, ჩქარი დინებითა და მაღალი ენერგო პოტენციალით გამოირჩევიან. ცხადია, მომავალში დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაბალანსება მოხდება ჰიდროელექტრო სადგურების ზრდით, უსაფრთხო მშენებლობებით, რაც საშუალებას მოგვცემს ელექტროენერგიის ნაწილი საზღვარგარეთ გავიტანოთ და ქვეყნის ეკონომიკა გავაძლიეროთ. დასავლეთ საქართველოს ენერგეტიკული მდინარეები საზრდოობენ მყინვარებით, რაც განაპირობებს მდინარეთა დონის რყევას სეზონების მიხედვით. ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება იზრდება და წყლის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 2 სიმცირის გამო გენერაციის მაჩვენებელი დაბალია. ამიტომ ადგილი აქვს თბოგენერაციას, რომელიც ზამთარში მთლიანი ენერგიის წარმოების 28%-ია. ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი მოძველებულია და ეფექტიანობის ასამაღლებლად მოდერნიზებას საჭიროებს, ხშირ შემთხვევაში არ ხდება წყალსაცავების შევსება, დამუშავება, საპროექტო მოთხოვნების დაცვა და დეფიციტური პერიოდისთვის საჭირო ენერგიის აკუმულირება. სხვადასხვა სახის ელექტროსადგურს აქვს სხვადასხვა ინტენსივობის ზემოქმედება ქვეყნის ბუნების ეკოლოგიურ წონასწორობაზე. ზოგიერთი ტიპი ელექტროსადგურის მიერ გამოწვეეულმა ზემოქმედებამ შესაძლოა გარემო პირობებზე უმნიშვნელო ზეგავლნა იქონიოს. ასეთ ელექტროსადგურებს განეკუთვნება ჰესები. მომავალი თაობის წინაშე მდგარი ენერგეტიკული სააფრთხეების მოგვარების ალტერნატიული გზაა მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება და ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზება. ქვეყნის წინაშე მდგარი ენერგეტიკული კრიზისის მთავარი ორიენტირია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და სისტემის ჩამოყალიბება; განათლებული ადამიანების მოკრება და ენერგოდანაკარგების მინიმიზაცია. საკვანძო სიტყვები: ენერგოდამოუკიდებულება, რესურსები, ჰესი, რეგულირება, ეკოლოგიური წონასწორობა, დერივაცია, რეკრეაცია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 3 მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნები დღითი დღე იზრდება, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრესული განვითარება განაპირობებს. კაცობრიობის ისტორიაში თანდათან იზრდება სხვადასხვა დარგების გაუმჯობესების მიზნით ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების-რესურსების შესწავლა, ათვისება და ორგანიზება შესაბამის გარემოსდაცვითი წესებით. საქართველოს ენერგეტიკის მამოძრავებელი ძალა არის ენერგო რესურსები და მათი ათვისება, რომლებიც ერთობლივად ზრდის დარგის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას და კაპიტალტევადობას. გაანგარიშებამ გვიჩვენა, რომ ენერგეტიკის განვითარებაზე დახარჯული კაპიტალური დაბანდებები 5-ჯერ უფრო მეტ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა ვიდრე მისი განუვითარებლობით გამოწვეული ზარალი. XX-XI საუკუნეების მასალების გაანალიზება ნათლად მიუთითებს, რომ ენერგომოხმარების დონე და დინამიკა გაცილებით უფრო ობიექტური და ადეკვატური პარამეტრია ეკონომიკის განვითარების დასახასიათებლად ვიდრე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, რომელსაც ცხადყოფს საქართველოს ენერგეტიკის განვითარება. ქვემოთ მოცემულ ცხრილში განხილულია დასავლეთ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე და გამომუშავება 2015 წლისათვის. დასავლეთ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე და გამომუშავება 2015წ N ელექტროსადგურების დასახელება ელექტროენერგია (მლნ.კვტ.სთ) ელექტრო სადგურის დადგმული სიმძლავრე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 7 (მვტ) 1 ენგურჰესი 3287,41 1300 2 ვარდნილჰესი 557,53 220 3 ვარციხჰესების კასკადი 763,19 184 4 რიონჰესი 307,07 48 5 გუმათჰესი 282,33 68,8 6 ლაჯანურჰესი 377,73 112,5 7 ძევრულჰესი 117,15 80 8 შაორჰესი 106,19 38,4 9 აწჰესი 58,25 16 {დ.ჩომახიძე, გ.კუბლაშვილი 2017] ბოლო წლებში ვარდნილ ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მაჩვენებლებია: 2015 წელი - 592 მლნ;კვტ.სთ; 2016წელი - 662 მლნ;კვტ.სთ; 2017 წელი- 670 მლნ;კვტ.სთ; 2018წლის ბოლოსთვის - 700 მლნ;კვტ.სთ; დასავლეთ საქართველოს ენერგეტიკული მდინარეები საზრდოობენ მყინვარებით, რაც განაპირობებს მდინარეთა დონის რყევას სეზონების მიხედვით. ზამთრის პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოხმარება იზრდება და წყლის სიმცირის გამო გენერაციის მაჩვენებელი დაბალია. ამიტომ ადგილი აქვს თბოგენერაციას, რომელიც ზამთარში მთლიანი ენერგიის წარმოების 28%-ია. ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი მოძველებულია და ეფექტიანობის ასამაღლებლად მოდერნიზებას საჭიროებს ევროპული სტანდარტის აპარატურა-დანადგარებით, ხშირ შემთხვევაში არ ხდება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 8 წყალსაცავების შევსება, დამუშავება, საპროექტო მოთხოვნების დაცვა და დეფიციტური პერიოდისთვის საჭირო ენერგიის აკუმულირება. სხვადასხვა სახის ელექტროსადგურს აქვს სხვადასხვა ინტენსივობის ზემოქმედება ქვეყნის ბუნების ეკოლოგიურ წონასწორობაზე. ზოგიერთი ტიპი ელექტროსადგურის მიერ გამოწვეეულმა ზემოქმედებამ შესაძლოა გარემო პირობებზე უმნიშვნელო ზეგავლნა იქონიოს. ასეთ ელექტროსადგურებს განეკუთვნება ჰესები. ცხადია, მომავალში დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაბალანსება მოხდეს ჰიდროელექტრო სადგურების მზარდი, უსაფრთხო მშენებლობებით, რაც საშუალებას იძლევა ელექტროენერგიის ნაწილი საზღვარგარეთ გავიტანოთ და ქვეყნის ეკონომიკა გავაძლიეროთ. მომავალი თაობის წინაშე მდგარი ენერგეტიკული სააფრთხეების მოგვარების ალტერნატიული გზაა მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება და ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზება. ქვეყნის წინაშე მდგარი ენერგეტიკული კრიზისის მთავარი ორიენტირია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და სისტემის ჩამოყალიბება; განათლებული ადამიანების მოკრება და ენერგოდანაკარგების მინიმიზაცია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 9 გამოყენებული ლიტერატურა 1.	cache/gs-710.pdf	txt/gs-710.txt
