id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-714	Natbiladze, Nia ; Kavelashvili, Alexander ; Khachidze, Murman 	Joint-lever mechanism constructed on the basis of the properties of inverted transformations	2022	6	.pdf	application/pdf	1543	31	63	მაგიდა გაყოფილია ორ ნაწილად, სადაც ნაწილებს შორის განთავსებულია ურთიერთ საწინააღმდეგოდ მბრუნავი ლილვაკები; პირველი ბერკეტის სიგრძე, ტოლია მეორე მრუდმხარას სიგრძისა, და შესაბამისად პირველი მრუდმხარაზე მეორე ბერკეტის შეერთების წერილი, სადგართან საყრდენი წერტილიდან დაშორებულია პირვლი ბერკეტის სიგრძის ტოლი მანძილით; მოდელის ტექნიკური შედეგია კონსტრუქიის გამარტივება და დამუშავების ხარისხის ამაღლება. კონსტრუქციის გამარტივება მიღწეულია მარტივი ამძრავი მექანიზმის შექმნის ხარჯზე, კერძოდ, წყვილი მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის გამოყენების მეშვეობით და ამ მექანიზმების რგოლების სპეციფიკური კავშირებით, რომლებიც კონსტრუირებულია ინვერსიული გარდაქმნების თვისებების საფუძველზე, ვინაიდან საჭირო აღარ არის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 მდგომარეობიდან ქვევით მღუნავ პუანსონთან ერთად.რაც უფრო დაბლა ჩამოიწევს ცოცია და შესაბამისად მღუნავი პუანსონი მით მეტად დეფორმირდება ფურცლოვანი მასალა. პედლის გათავისუფლების შემდგომ პუანსონი გადააგილდება საწყის მდებარეობაში და მოწყობილობა მზადაა ხელმეორე ციკლის ჩასატარებლად. მოყვანილი წნეხის უარყოფითი მხარეა წნეხის მოქმედების მექანიზმზე ოპერატორის გავლენის ფაქტორი და შედეგად მაღალი ალბათობით მოსალოდნელი ხარვეზები საბოლოოდ დამუშავებული ფურცლოვანი ლითონის ნაკეთობის მიღებისას. ამავე ფაქტორის გამო შეუძლებელია სრულყოფილად იყოს წარმართული სერიული წარმოების პროცესიც. ზემოაღნიშნული უარყოფითი მხარეები აღმოფხვრილია ფურცლოვანი ლითონის საღუნი მოწყობილობით, რომელიც შეიცავს სადგარს, მაგიდას, სადგარზე შესრულებულ ვერტიკალურ მიმართველში უკუქცევით-წინსვლითი გადაადგილების შესაძლებლობის მქონე ცოციას, მასთან მოხსნის შესაძლებობით მიერთებული მღუნავი პუანსონით და ხსენებული პუანსონის ამძრავ სისტემას ძრავათი. მოწყობილობაში ამძრავი სისტემა შესრულებულია წყვილი მრუდმხარა- ბარბაცა მექანიზმის სახით, რომელთაგან პირველი მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის, შესაბამისად, პირველი მრუდმხარას და პირველი ბარბაცას თავისუფალი ბოლოები სახსრულადაა დაკავშირებული სადგართან, ხოლო მეორე მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის მეორე მრუდმხარას თავისუფალი ბოლო ასევე სახსრულადაა დაკავშირებული სადგართან, მეორე ბარბაცას თავისუფალი ბოლო კი ხსენებულ ცოციასთან, გარდა ამისა, პირველი მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის პირველი ბარბაცა ტელესკოპურია და მაასზე დასმულია პირველი ცოცია, რომელთანაც სახსრულად დაკავშირებულია ძრავსთან სახსრულ კავშირში მყოფი პირველი ბერკეტი, მეორე მრუდმხარა-ბარბაცაცა მექნიზმის მეორე მრუდმხარასა და მეორე ბარბაცასთან სახსრული შეერთების წერტილი მეორე ბერკეტით დაკავშირებულია პირველ მრუდმხარასთან, მის სადგართან და პირველ ბარბაცასთან სახსრული მიერთების ადგილებს შორის წერტილში. უარყოფითი მხარეები აღმოფხვრილია აღმოფხვრილია იმითაც, რომ :	cache/gs-714.pdf	txt/gs-714.txt
