id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-733	Matsaberidze, Mamuka; Kerkadze, Jimsher; Janelidze, Inga; Jandieri, Gigo	To identify priorities in science and technology	2022	13	.pdf	application/pdf	2776	103	67	„რედაქტირებისა“, რითაც მის (ადამიანის) კოგნიტურ პროცესებზე ხდება ზეგავლენა. მაგრამ აქ ერთი გაუთვალისწინებელი პრობლემა ჩნდება, - როგორც აღმოჩნდა ადამიანი შესაძლოა გაქრეს არა იმის გამო, რომ არ ვითარდებოდა ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებები, არამედ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი (ადამიანის შემსწავლელი მეცნიერებები) განვითარდა, უფრო სწორად, ამ მეცნიერების კვლევათა შედეგების იმგვარი გამოყენებით, რაც არაპროგნოზირებადი კატასტროფების გენერირებას იწვევს. მეორე მხრივ, ადამიანი სხეულის, ტვინის და ფსიქიკის გარდა ფლობს ცნობიერებას, ქვეცნობიერს, თავისუფალ ნებას და ღირებულებებს, რისი მეცნიერული იდენტიფიცირებაც სურთ ნეირომეცნიერებების, ტვინის ქიმიის და კოგნიტური მეცნიერებების წარმომადგენლებს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს ამგვარი კონცეპტუალიზებისათვის. ისტორიულად, მეცნიერებაში დამკვიდრდა პარადიგმა, რომ თუ პროცესი დამკვირვებლის (ე.ი. მეცნიერის) მხრიდან აღქმადია, მაშინ შესაძლებლობა ჩნდება პროცესის მიმდინარეობის პროგნოზირებისა, - მისი კონტროლისა და მართვისა, სწორედ აღნიშნულზეა დამყარებული სამეცნიერო კვლევების შედეგების ტექნოლოგიური კონცეპტუალიზება. აქვე ხაზგასასმელია, რომ არსებობენ იმგვარი პროცესები, რომელთა მართვაც შეუძლებელია, იმ მიზეზით, რომ შეუძლებელია ამგვარი პროცესების მიმდინარეობის პროგნოზირება. აღნიშნული შესაძლოა ეხებოდეს ბუნებასაც და ადამიანსაც, მაგალითად ჰომოსაპიენსისთვის დამახასიათებელი იმგვარი განმსაზღვრელი თავისებურებები, როგორებიცაა: სიყვარულის, შემოქმედების, თავისუფალი ნების და ზნეობის გამოვლინება ვერ იმართება გარედან, იმიტომ რომ შეუძლებელია მათი კონტროლი და პროგნოზირება, ისევე როგორც შეუძლებელია Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 25 ღირებულებების მართვა, იმიტომ რომ ადამიანი ღირებულებას ან აღიარებს ან არა და მოქმედებს ღირებულებათა შესაბამისად შინაგან თავისუფლებაზე დაყრდნობით. რომაული სიბრძნეა: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად“. ცხადია, რომ ჰუმანიზმის და ტრანსჰუმანიზმის შედარებისას განხილული უნდა იქნას ფუძემდებლური ღირებულებები, მაგალითად - სიყვარული, სიმართლე, თავისუფლება, სამართლიანობა, კრეატიულობა, სილამაზე და სხვა. სავსებით შესაძლებელია, რომ შევინარჩუნოთ ეს უმაღლესი ფასეულობები და მათი გამდიდრება მოხდეს ახალი ეგზისტენციალური სემანტიკით. საისტორიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მეცნიერების თვისობრიობის ახალ, მანამდე არნახულ ეტაპამდე განვითარებისას, წინარე ეპოქის ცოდნითი ფასეულობები ინარჩუნებენ საკუთარ ადგილს და მნიშვნელობას, მაგალითად: აინშტაინის ალბათობის თეორია არ უარყოფს ნიუტონის მექანიკას. ისე, რომ „ტრანსჰუმანიზმიც“ შესაძლოა გაგებული იქნას, როგორც დღევანდელი ჰუმანიზმის შეზღუდულობის პრევენცია, ანუ ჩნდება შესაძლებლობა ჰუმანიზმის ახალი ტიპის ორგანიზებისათვის, მით უფრო, რომ დღევანდელი ჰუმანიზმი, როგორც ნაკრები გარკვეული იდეებისა, კონცეფციებისა, წარმოდგენებისა, სურვილებისა, სიმბოლოებისა და მითოლოგემებისა ძალზე დაშორებულია იდეალთან, მაგალითად ადამიანის განმღრთობის იდეასთან. ცნობილია, რომ ადამიანს გააჩნია ცვლილების იმანენტური თვისება, რის გამოც იგი თავად ქმნის საკუთარ ბედს და ადამიანი თავადაა საკუთარი ეკზისტენციალური ფასეულობების შემოქმედი, ან სხვანაირად - პიროვნების თვითგარგარდასახვა აჩენს პერსპექტივას ადამიანურობის ცივილიზაციური გაუმჯობესებისა. ადამიანთან მიმართებაში შეუძლებელია თავი ავარიდოთ ინფოლოგიური ასპექტების გავლენას სოციუმის განვითარების პარადიგმაზე, ანუ დისციპლინათშორისი ან ტრანსდისციპლინარული პრობლემების თანამედროვე კონცეპტუალიზება ხდება ინფორმაციის მაინტეგრებელი ფუნქციის გამოყენებით. ინფოლოგიური მიდგომით ხდება ცნობიერების ფენომენის ახსნა, და როგორც ყველა დეფინიცია, ის ჭეშმარიტია მხოლოდ გარკვეული თეორიის პირობებში, ჩარჩოებში, რაც თავისთავად შეზღუდვას ნიშნავს. აქვე ხაზგასასმელია, რომ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 28 ინფოლოგიური მიდგომებით, ცნობიერების ყველა გამოვლინების ახსნა შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები ცნობიერების და ტვინის ურთიერთმიმართების პრობლემათა შესწავლის დარგში. როგორც, ცნობილი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე საკუთარ „რჩეული ფილოსოფიური შრომების“ ერთტომეულში აღნიშნავს „მეცნიერებათა მათემატიზირებული სამყარო და „სიცოცხლის სამყარო”- შესახებ: „მათემატიკა წარმოიშვა რეალურ-ფაქტიური სინამდვილის მოვლენებისა და ხდომილობების წინასწარხედვისა და წინასწარგანსაზღვრის მიზნით.	cache/gs-733.pdf	txt/gs-733.txt
