id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-734	Matsaberidze, Mamuka; Kerkadze, Jimsher; Janelidze, Inga; Jandieri, Gigo	For the problem of digitalization of the chemical substances	2022	21	.pdf	application/pdf	5431	192	73	და ანალიზური მახასიათებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების. „ელექტრონული ცხვირის“ დარგობრივი გამოყენების არსებული და საპროგნოზო სფეროებია:  მედიცინა (დაავადებათა დიაგნოსტირება ამონასუნთქის და გამონაყოფის საფუძველზე, დაავადებათა გამომწვევების, საანესტეზიო პრეპარატების, სისხლში ალკოჰოლის და ნარკოტიკების იდენტიფიცირება ამონასუნთქით);  გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგი (ატმოსფეროს მდგომარეობის კონტროლი და მონიტორინგი, საწარმოთა მავნე გამონაბოლქვები, შიდაწვის ძრავების გამონაბოლქვები და სხვა);  ქიმიური უსაფრთხოება (ასაფეთქებელი ნივთიერებების, შხამების, ნარკოტიკების აღმოჩენა, სახანძრო უსაფრთხოების სენსორები და მასობრივი განადგურების იარაღის იდენტიფიცირების სისტემები);  აგროუსაფრთხოების ამოცანები(აგროტერორიზმის საფრთხეთა კონტროლი და მონიტორინგი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის განსაზღვრა, ცხოველთა კვების და სელექციის ამოცანები);  ბიოორგანული ქიმია და ბიოტექნოლოგია (ცილების ნარევის სწრაფი ანალიზი გენურ ინჟინერიაში, მცენარეთა და ცხოველთა ბიოიდენტიფიკაციის ამოცანები);  სასარგებლო წიაღისეულის საძიებო და მოპოვებითი სტრატეგიები (ნავთობის და გაზის აქროლადების ანალიზი საბადოთა საძიებო სამუშაოებისათვის, მინერალური ნედლეულის სწრაფი იდენტიფიცირება);  საყოფაცხოვრებო ქიმიის, სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალებების უსაფრთხოების რეგლამენტირების პარამეტრების იდენტიფიცირება; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 51  სასამართლო ექსპერტიზა - ამ სფეროში ექსპერტს საქმე აქვს არა ინდივიდუალურ ნივთიერებებთან, არამედ სუნის ჩამომყალიბებელ ნივთიერებათა რთულ ნარევთან, მაგალითად: ოფლის, სისხლის, თმის და სუნის განმსაზღვრელი სხვა წყაროებთან, რომელთა იდენტიფიცირებასთანაა დაკავშირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების დადგენა. რაც შეეხება „ელექტრონული ენის“ სისტემურ ტოპოლოგიას - ამგვარი სისტემები შეიძლება შედგებოდნენ ნებისმიერი სახის ქიმიური სენსორებისგან [1] და ითვალისწინებს 2011 წელს სტოკჰოლმის კონვენციის დანართებში დამატებული ცხრა ახალი ნივთიერების ინვენტარიზაციას და ახალ სამოქმედო გეგმაში ჩართვას. ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული კონკრეტული ქმედებები საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნულ პროგრამაში განსაზღვრული არაა. საქართველოში, დღეისათვის, ქიმიური ნივთიერებების მართვა სათანადოდ არ ხორციელდება	cache/gs-734.pdf	txt/gs-734.txt
