id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-738	Macharashvili, Tinatin	The education policy of the First Democratic Republic of Georgia, published in the Georgian party press of 1918-1921	2022	12	.pdf	application/pdf	3536	65	59	უკეთუ მოსწავლეთა მშობლები მოისურვებენ, თავიანთ ხარჯზე მოაწყონ სამღვთო რჯულის სწავლება.... მუსულმანების სკოლებში სამღვთო რჯულის სწავლება დაცული იქნება, მხოლოდ იგი იქნება ფაკულტატური, _ როგორც არა სავალდებულო საგანი.“ სოციალ-დემოკრატები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 96 მიიჩნევდნენ, რომ გაბატონებული კლასები სარწმუნოებას პოლიტიკური ბრძოლის საშუალებად იყენებდნენ. მწვავე პოლემიკის მიუხედავად, 1918 წლის 21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი სამღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ სასწავლებლებში. თუკი გაზეთ „ერთობაში“ ვკითხულობთ: „ამ საკითხს აქვს წმინდა პედაგოგიური მხარეც, რა სარწმუნოებრივი მიმართულებისაც უნდა იყოს პედაგოგი, მას არ შეუძლიან უარი სთქვას იმაზე, რომ დღევანდელ მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის არსებობს უფსკრული, რომ მეცნიერება ერთს საფუძველზე აშენებს ბავშვის აღზრდას, სარწმუნოება _ მეორეზე, რომ ამ ორი სისტემის ერთმანეთში არევას ბავშვის გონებაში გაუსწორებელი არევ-დარევა შეაქვს. საჭიროა ამიტომ ან ერთ სისტემას დაადგე, ამ მეორეს, და რადგანაც სახელმწიფოს მხოლოდ მეცნიერულ აღზრდის სისტემის არჩევა შეუძლიან, ამიტომ სამღვთო სჯულის სწავლების გაუქმება აუცილებელია აღზრდის საქმეში“ („ ერთობა“ 24 ნოემბერი N255 1918წ. სამღვთო სჯულის საკითხი პარლამენტში). ამ ორი ერთმანეთისგან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 100 სრულიად განსხვავებული სისტემის თანაარსებობა გონებას ურევდა მოსწავლეს და რადგანაც სახელმწიფო მეცნიერებასთან ასოცირდებოდა, „სამღვთო სჯულის“ სწავლება უნდა გაუქმებულიყო სკოლებში. ეროვნულ-დემოკრატები კი თვლიდნენ, რომ ბიბლიის შესწავლის გარეშე ქართველი ერი გადაგვარდებოდა, რადგან ზნეობა, სამშობლოს სიყვარული და თავდადება სახელოვან წინაპრებს ბიბლიიდან ჰქონდათ ნასწავლი. სახელმწიფო ზრუნავდა, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომ შემოიღეს სწავლების ახალი ფორმა _ საღამოს სკოლები და მოძრავი უნივერსიტეტები. სახალხო განათლების სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საზღვრისპირა რეგიონებისადმი, სადაც ქართველი მოსახლეობის დაბრუნებას ქართული გიმნაზიების არსებობა განაპირობებდა. 1918 წლის 26 იანვარი, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, რომელიც ერთადერთი იყო მთელს კავკასიის რეგიონში, სახალხო დღესასწაული იყო. უნივერსიტეტში უნდა განვითარებულიყო ქართული მეცნიერება, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად აქცევდა. საქართველო სწორედ მეცნიერების გზით, პირდაპირ უნდა დაკავშირებოდა ევროპას და არა რუსეთის „გავლით“.	cache/gs-738.pdf	txt/gs-738.txt
