id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-739	Tukvadze, Avtandil; Dolidze, Valerian; Gelashvili, Helen	Features of the political regime of Russia	2022	23	.pdf	application/pdf	6297	147	70	გელაშვილი 1თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; 2თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი; 3თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორის ასისტენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სწავლის მენეჯმენტის განყოფილების უფროსი ანოტაცია რუსეთის ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი განსაზღვრავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, როგორც საშინაო ისე საგარეო ასპარეზზე და ამდენად პრობლემის შესწავლა აქტუალურია, როგორც თეორიული, ასევე, პრაგმატული თვალსაზრისითაც. პოლიტიკური რეჟიმის მთავარი თავისებურება რუსულ სინამდვილეში მისი ჰიბრიდული ბუნებიდან მომდინარეობს: მასში დომინანტია ავტორიტარულ–ავტოკრატიული რეჟიმის მახასიათებლები, მაგრამ ის არ არის ტრადიციული ავტორიტარიზმი, რომლის თეორიას და პრაქტიკას ჩვენ ისტორიიდან ვიცნობთ: პირველი რიგში სპეციფიკა მისი პროპაგანდისტული დატვირთვიდან მომდინარეობს და სახელმწიფო მასმედიაზე კონტროლით აღწევს ინფორმაციულ დიქტატურას, რომელიც საკმარისია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და რეპრესიების აუცილებლობა შემცირებულია; მეორე თავისებურება ჰიბრიდულ ხასიათში მდგომარეობს, ერთმანეთის გვედით თანაარსებობენ დემოკრატიის („შეზღუდული პლურალიზი“, მრავალპარტიულობა, ოპოზიციური ტელევიზიები) და ტოტალიტარიზმის ელემენტები (მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს შერწყმა, საიდუმლო პოლიცია, ქვეშევრდომული კულტურა და სხვა), მესამე, თავისებურებაა მისი ავტოკრატიული ხასიათი, ვ. პუტინზე მორგებული კონსტიტუცია და საკანონმდებლო აქტები, რომლის აუცილებლობაზეც თვითონ საუბრობს პრეზიდენტი. რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის შესასწავლად ვიყენებთ ისტორიის ციკლური განვითარების თეორიას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მოდერნიზაციის ავტორიტარული ციკლები რუსეთში დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ წარმატებებთან, ხოლო ლიბერალიზაციის ხანმოკლე მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდება და საშინაო და საგარეო პოლიტიკის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 103 წარუმატებლობებს უკავშირდება; ორივე შემთხვევაში ინიციატორად მმართველი ელიტები გვავლინება, ხოლო ხალხი მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის მხარდამჭერ როლში გვევლინება და ამდენად მიჩნიათ მკვლევარებს, რომ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებამ სუბიექტობა ვერ შეიძინა; მიგვაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკური კულტურა თავიანთ რიგებში აღარ მიიღონ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა; ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ამ ქვეყნებისთვის სუვერენულ არჩევანის უფლების წართმევას, რაზეც ნატოს წევრი ქვეყნების პასუხი ცალსახად უარყოფითი იყო. რუსეთის აგრესიული საგარეო და საშინაო პოლიტიკა პირველ რიგში რეჟიმის ხასიათიდან მომდინარეობს და	cache/gs-739.pdf	txt/gs-739.txt
