id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-741	Turashvili , Teona ; Tevdorashvili , George ; Burkadze , George	Molecular features of endometrial metaplastic processes, the risk factors for cancer relapse and neoplastic transformation: Critical Review	2022	10	.pdf	application/pdf	2610	122	80	Chiarelli და კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მორულებში ასევე აღინიშნება ციტოკერატინ 8, 18 და 19-ის ექსპრესია, მაშინ როდესაც ციტოკერატინები 7 და 20 ნეგატიურია. რაც შეეხება ციტოკერატინ 5/6, 13 და 34h-E12, მათზე აღინიშნება სუსტი პოზიტიურობა. გარდა ამისა აღნიშნული ავტორის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მორულებში ვლინდება ძლიერი პოზიტიურობა CD10-ზე. ამ მარკერის საშუალებით ასევე შესაძლებელია ადრეული მორულური მეტაპლაზიის იდენტიფიცირება ენდომეტრიული ჯირკვლებისგან. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 141 მუცინური მეტაპლაზია ყველაზე ხშირად ვითარდება პოსტმენოპაუზურ ქალებში და ხშირად იგი ასოცირდება ჰორმონჩანაცვლებით ან ტამოქსიფენით თერაპიასთან გენერალიზებული გავრცელების დროს იგი შესაძლებელია ასოცირდებოდეს მუკომეტრასთან. ჰისტოქიმიური შეღევით მუციკარმინზე ან პას-ზე დიასტაზით ვლინდება ჭარბი ციტოპლაზმური მუცინის არსებობობა. ძალიან იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ინტესტინური ტიპის მეტაპლაზია ფიალისებური უჯრედების არსებობით. ამ დროს მუცინები ძირითადად წარმოდგენილია მჟავა მუცინებით, რომლებიც შედგება სულფომუცინისა და სიალომუცინისგან. ეს დაზიანებები კლასიფიცირდება მათი არქიტექტურული აგებულების მიხედვით. არქიტექტურული კომპლექსურობის განსაზღვრა ემყარება კრიბრიფორმული ან პაპილური ზრდის ტიპს. რადგან მუცინური დიფერენციაციის უბნები ენდომეტრიულ ადენოკარცინომაში არც თუ ისე იშვიათია, ჭეშმარიტი მუცინური პროლიფერაციების დიაგნოსტიკა და ავთვისებიანი პროცესის გამორიცხვა შესაძლებელია წარმოადგენდეს პრობლემას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს დაზიანებები ავლენენ ჭარბ არქიტექტურულ კომპლექსურობას. კომპლექსური არქიტექტურის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევათა მაღალ პროცენტში ვლინდება	cache/gs-741.pdf	txt/gs-741.txt
