id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-745	Tsintskiladze, Avtandil; Gotsiridze, Rauli 	Perspectives of modern technologies of fertilizer production for Georgian agriculture	2022	13	.pdf	application/pdf	3563	201	87	ყველა პროცესი მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზი, დაბალ წნევაზე, გამოყენებულია სორბციული, იონცვლითი, შრობის, გაცივების, ვაკუუმ კრისტალიზაციის, შეფუთვის პროცესები /30/. წარმოდგენილია აზოტ-კალიუმის სასუქის წარმოების ხერი /31/. ინგრედიენტების შერევა ხდება pH 6,5-7,5 პირობებში. ურევენ ამიაკის სელიტრას 15-7,5% ტენიანობით და 17- 78მას% რაოდენობით, კალიუმის ქლორიდს 10-47მას% ოდენობით, დამატებით აწვდიან ამიაკს 0,8-18მას%, ცეოლიტს 2-6მას% ოდენობით, მაგნიუმის ფოსფატს 1-3მას% და ამონიუმის სულფატს 1-2,8მას% ან მაგნიუმის სულფატი 1-4მას% გამომდინარე სახელმწიფოებმა შიგა და გარე მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ სამეცნიერო, სამრეწველო და ბუნებრივი რესურსები სოფლის მეურნეობის ინტესიფიცირების უზრუნველსაყოფად. სოფლის მეურნეობის ინტესიფიკაცია ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს ძველი ტრადიციული არარენტაბელური ტექნოლოგიების შეცვლას ახალი ინტენსიური ტექნოლოგიებით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი რენტაბელობით, ეკოლოგიურობით, მაღალი სოციალური ეფექტიანობით. დღეისათვის მსოფლიო მიღწევები ტექნოლოიების დარგში იმ დონეზეა განვითარებული, რომ არავითარი შიმშილიანობის პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა მსოფლიო სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მიგვითითებს. ეს ყველაფერი გამოწვეულია ქვეყნების არათანაბარი ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარებით, პროდუქტების არათანაბარი გადანაწილებით. თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მაღალი ფასების გამო ბევრი ქვეყნისათვის ხელმიუწვდომელია ეს საშუალებები. პრობლემების დაძლევა შესაძლებელია შიგა სამეცნიერო, ბუნებრივი, ტექნიკური და ტექნოლოგიური რესურსების ეფექტური გამოყენებით. თემის მიმოხილვა საქართველოც მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ვერ ახერხებენ სწრაფ განვითარებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოს სასოფლო სამეურნეო წარმოებისათვის გააჩნია 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი (ქვეყნის ტერიტორიის 43,4%) სასოფლო სამეურნეო მიწები, ამაში შედის საძოვრები და მდელოებიც. დანარჩენი 43% უკავია ტყეებს და 13,6% უკავია წყალსაცავებს, ქალაქებსა, დასახლებულ პუნქტებს და გზების საფარს. 13% ვაკე ადგილია, 33% მთისწინეთი, 54% მთები /8/. კლიმატური ზონების გათვალისწინებით საქართველოს გააჩნია	cache/gs-745.pdf	txt/gs-745.txt
