id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-748	Khokerashvili, Zaza; Tsanava, Davit 	The results of physical modeling of fires for road tunnels	2022	16	.pdf	application/pdf	4046	209	82	Qn არის მთლიანი სითბოს გამოყოფის მაჩვენებლები მოდელში და ნატურ გვირაბში შესაბამისად, კვტ; 𝑙𝑚 და 𝑙𝑛 - გვირაბის სიგრძე მოდელზე და ნატურაში შესაბამისად, მ. ამასთან ერთად, ფრუდის რიცხვის მიხედვით ხანძრის დამოდელებისას, ნატურ გვირაბში და მოდელზე სავენტილაციო ჰაერის ნაკადის სიჩქარის მასშტაბი შემდეგი გეომეტრიული მასშტაბით გამოისახება 𝑢𝑚 𝑢𝑛 = ( 𝑙𝑚 𝑙𝑛 ) 0.5 , (3) სადაც 𝑢𝑚 და 𝑢𝑛 არის ჰაერის ნაკადის სიჩქარე შესაბამისად მოდელზე და ნატურაში, მ/წმ. ხანძრის დამოდელების დეზინგერისა და კენედის მეთოდის მიხედვით, ჰორიზონტალურ გვირაბებში სავენტილაციო ნაკადის კრიტიკული სიჩქარე გამოითვლება 𝑢𝑐 = 𝑘 ( 𝑔�̇�𝑐𝐻 𝜌0𝑐𝑝𝑇𝐴 ) 1 3⁄ , (4) სადაც �̇�𝑐 არის კონვექციური სითბო, კვტ; cp ჰაერის კუთრი თბოტევადობა, კჯ/(კგ.K); T – გვირაბში ნამწვი აირების საშუალო ტემპერატურა, K; A - გვირაბის განივი კვეთის ფართობი, მ2. ანემომეტრი და გვირაბის მოდელის მთელს სიგრძეზე განთავსებული თერმოწყვილები. აღნიშნულ DT-85 მოწყობილობას, „დატათეიქერს“ აქვს შესაძლებლობა მასზე მიერთებული ხელსაწყოებიდან, სულ მცირე ყოველი 1 წმ-ის ინტერვალით მიიღოს, შეკრიბოს და დაამუშაოს შესაბამისი ინფორმაცია, რომლის შედეგების წარმოჩენა ხდება მასთან მიერთებულ კომპიუტერის მონიტორზე. წარმოდგენილ გვირაბის მოდელზე შევისწავლეთ: 1) გვირაბში განვითარებული ხანძრისას კვამლის გავრცელების ხასიათი; 2) სავენტილაციო ნაკადის „კრიტიკული სიჩქარის“ კორელაცია გვირაბის მოდელის დახრილო-ბასთან; 3) „კრიტიკული სიჩქარის“ ცვალებადობის ტემპის განმსაზღვრელი, „გრადიენტ ფაქტორი“.	cache/gs-748.pdf	txt/gs-748.txt
