id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-840	Dodo Tavdidishvili; Manana Pkhakadze; Reniko Sakandelidze; Natia Ghachava	The impact of products with probiotic properties on functional indicators of experimental animals	2022	11	.pdf	application/pdf	2520	139	89	შორის საერთო ცილის და ალბუმინების შემცველობა ყველა საკვებ ნიმუშში გაიზარდა 4.2%- 4.5%-ის ფარგლებში. ასეთი ცვლილება პირველ რიგში აუმჯობესებს თვით პლაზმის ონკოზურ წნევას და განაპირობებს ალბუმინების მიერ ნივთიერებათა ტრანსპორტის ეფექტურობას. აღნიშნული ნიმუშებით საცდელი ცხოველების კვებამ სისხლის პლაზმაში 2.9%-6.1%-მდე გაზარდა გლობულინების რაოდენობაც, რომელიც მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში და ასრულებს ე.წ. დამცველ ფუნქციას; ცვლილებები აღინიშნა გლუკოზისა და კალციუმის შემცველობაშიც. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 67 ამრიგად, პრობიოტიკული დანამატებით გამდიდრებული ახალი სახის ნაწარმი სისხლში ზრდის ერითროციტების და შესაბამისად, ჰემოგლობინის რაოდენობას, ასევე აუმჯობესებს სისხლის პლაზმის ცილოვან შემადგენლობას, რაც განაპირობებს ორგანიზმში ნივთიერებათა ტრანსპორტს, იმუნური სისტემის გაძლიერებას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. ვირთაგვების კუჭნაწლავის ტრაქტის მორფომეტრულმა კვლევებმა გამოავლინა ორგანოების ლორწოვანი გარსის სისქის მომატება, რაც აიხსნება პრობიოტიკული დანამატების დადებითი მოქმედებით საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების ბოლოს ცხოველების მასის მატება შეადგენდა: საკონტროლო ნიმუშში 33.5 %-ს, საცდელ ნიმუშებში - 40.5 %-ს (ნიმუში 1) და 43.1 %-ს (ნიმუში 2), რაც მეტყველებს, რომ კომპლექსური დანამატები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის ინტენსიურ მიმდინარეობას. ექსპერიმენტების მსვლელობის პროცესში ვირთაგვების ქცევითი მდგომარეობა არ შეცვლილა. ისინი იყვნენ აქტიური, ბეწვის საფარი ჰქონდათ მბრწყინავი და დაწყობილი, კვლევის პერიოდში არც ერთი ვირთაგვა არ დაღუპულა. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ახალი სახის ნაწარმის ნიმუშების საკვებად გამოყენებას ვირთაგვების ორგანიზმში არ გამოუწვევია შინაგანი ორგანოების დესტრუქცია, არ განვითარებულა პარენქიმატოზური უჯრედების დისტროფიული და სკლეროტოზული ცვლილებები. ამრიგად, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ადგილი არა აქვს საექსპერი- Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 60 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 2, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.02.04 პრობიოტიკული თვისებების პროდუქტების გავლენა საექსპერიმენტო ცხოველების ფუნქციურ მაჩვენებლებზე დ. თავდიდიშვილი, მ. ფხაკაძე, რ. საკანდელიძე, ნ. ღაჭავა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო ანოტაცია ხორცის დაკეპილი ნაწარმისთვის პრობიოტიკული თვისებების მინიჭების მიზნით დასაბუთებულია რეცეპტურებში საკვები ბოჭკოების, ლაქტულოზის, მწვანე ჩაის ექსტრაქტის და მინერალური წყალი ლუგელას შემცველი კომპლექსური	cache/gs-840.pdf	txt/gs-840.txt
