id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-867	Kanteladze , Nato; Gordeziani , Alexander ; Kenchiashvili , Nino ; Gordeziani , Giorgi ; Tsertsvadze , Tamar ; Tsilosani, Tamar 	Manufacture of special pipes by the method of heading	2022	10	.pdf	application/pdf	1896	48	67	და 702 მმ2 -ის ტოლია. 𝜎𝑆 – დენადობის ზღვარია 12500C-ზე და ტოლია 5კგ/მმ2-ის. ამრიგად, ჰიდრავლიკური წნეხის სიმძლავრე დაახლოებით 130 ტონას შეესაბამება. მასრის მიღებისათვის საჭირო ძალის საანგარიშოდ გამოვიყენეთ შემდეგი ფორმულა: 𝑃 = 5 (√ 𝐷 𝑑 − 0,8) · 𝐹 · 𝜎𝑆 სადაც D - ნამზადის დიამეტრია, მმ; d – მასრის დიამეტრი, მმ; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 112 F – ნამზადის ფართობი, მმ2; Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 107 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 2, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.02.08 სპეციალური მილების მიღება გამოწნეხის მეთოდით ნატო კანთელაძე1, ალექსანდრე გორდეზიანი2, ნინო კენჭიაშვილი3, გიორგი გორდეზიანი3, თამარ ცერცვაძე3, თამარ წილოსანი3 1საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური დოქტორი 2საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, 3საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი აბსტრაქტი ლითონური მილების წარმოებაში მიღწეული წარმატების მიუხედავად მისი შემდგომი განვითარება და სრულყოფა ტექნიკის სიახლეებთან დაკავშირებით მაინც პრობლემურ საკითხად რჩება. საბრძოლო სასროლი იარაღის ლულების და სპეციალური მილების დამზადებისათვის, რაც მიეკუთვნება წვრილსერიულ წარმოებას, მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოყენებულიყო გამოწნეხის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც გამოირჩევა შედარებით მარტივი ტექნოლოგიით და მცირე რაოდენობის მანქანა-დანადგარების გამოყენებით. ექსპერიმენტულმა სამუშაომ აჩვენა, რომ ცხლად გამოწნეხის დროს ხდება პრესფორმის ელემენტების გადახურება და ცვეთა, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მუშაობს სამილე სამართული, რომელიც იმყოფება გახურებული (800-12000C) ნამზადის შუაგულში, რის შედეგადაც კარგავს სიმტკიცეს და ზოგჯერ გამჭიმავი ძალების ზემოქმედებით განიცდის რღვევას. აქედან გამომდინარე, პრესფორმების გამძლეობაზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურული ფაქტორი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაცივების სისტემის გამოყენებას, რისთვისაც დაპროექტებული იქნა	cache/gs-867.pdf	txt/gs-867.txt
