id	author	title	date	pages	extension	mime	words	sentence	flesch	summary	cache	txt
gs-888	Silagadze, Dali 	Major Challenges of Agriculture	2022	9	.pdf	application/pdf	1761	42	69	აქვს. ამას ადასტურებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის სიმცირეც. ამასთან, სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები 4(02), 2022 151 განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების სიმრავლის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან ზრდას მაინც ვერ ახერხებს. გაუმართავი ლოგისტიკური სისტემები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ართულებს საქონლის ხარისხის შენარჩუნებას და აფერხებს ბაზრისთვის მიწოდების პროცესს. შეზღუდული ლაბორატორიული შესაძლებლობები და არასაკმარისად განვითარებული სადაზღვეო სისტემა კი ვერ ეხმარება მეურნეობას, დააზღვიოს წარმოება სხვადასხვა რისკების მიმართ და დარწმუნდეს საკუთარი ნაწარმის უსაფრთხოებაში. აგრობიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აბრკოლებს ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სირთულეები. კვალიფიციური კადრების დეფიციტი და დამხმარე მუშახელის მოძიების გართულებული პროცესი აფერხებს მეურნეობების საქმიანობას. სწორედ ამიტომ, საჭიროა კადრების გადამზადების უფრო ეფექტიანი მეთოდების ადაპტაცია/დანერგვა, რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად აისახება სპეციალისტების ხელმისაწვდომობის ხარისხზე. მიწის ნაკვეთების გამსხვილებას და ინდუსტრიული მეურნეობების განვითარებას თან უნდა ახლდეს განათლების დონის ზრდა, დამხმარე სერვისებისა და ინფრაქტრუქტურის დახვეწა, თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სექტორში ნოუ-ჰაუს შემოტანა. ეს ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას, მნიშვნელოვანწილად მოხსნის მეურნეობების წინაშე დღეს არსებულ დაბრკოლებებს და ტრადიციულ სოფლის მეურნეობას მომგებიან საქმიანობად ქცევაში დაეხმარება. ამრიგად, საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს აგრარულ ბაზარზე დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს აგრობიზნესში კონკურენტული რისკების შემცირებაში. ამისათვის საჭიროა რეგულირდებოდეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, როგორც სოფლის მეურნეობის ექსპორტმა, ასევე სოფლის მეურნეობის იმპორტმა ზრდის ტენდენცია აჩვენა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის სავაჭრო ბალანსი უარყოფითია. 2018 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტის მთავარი ~ მიმართულებები იყო რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი და სომხეთი. სოფლის მეურნეობის ექსპორტის დიდი წილი დსთს ქვეყნებზე მოდის; 2018 წელს ეს წილი 59% იყო დსთ- ს ყველა ქვეყნისთვის და - 25% რუსეთის ფედერაციისთვის. დსთს ბაზრებზე ტრადიციული კავშირების არსებობა, სიახლოვე, დაბალი კონკურენცია და ხარისხის მიმართ შედარებით დაბალი მოთხოვნები ხელს უწყობს ამ ტენდენციას 2020 წელს საქართველოში ხილის სავაჭრო ბალანსი დადებითი იყო (პროდუქტის კოდი 08: საკვები ხილი და კაკალი; ციტრუსის კანი ან ბაღჩეული), დაახლოებით 116 მილიონი აშშ დოლარი. ბოსტნეულის სავაჭრო ბალანსი უარყოფითი იყო (პროდუქტის კოდი 07: საკვები ბოსტნეული და გარკვეული ფესვები და ტუბერები) და შეადგინა დაახლოებით 29 მილიონი აშშ დოლარი. საქართველომ 2020	cache/gs-888.pdf	txt/gs-888.txt
